ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი თბილისს ეწვია

საქართველოში ესტონელი დიპლომატის ტოივო კლაარის ვიზიტის განხილვის თემა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებაა
Sputnik

 

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია,  ამის შესახებ დიპლომატმა Twitter–ზე დაწერა. 

კავკასიაში ევროკავშირის სკანდალურ დიპლომატს ესტონელი ტოივო კლაარი შეცვლის

კლაარის განმარტებით, იგი საქართველოს დედაქალაქში სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითრების განხილვისთვის ჩამოვიდა.

 „ვბრუნდებით მზიან თბილისში. მოუთმენლად ველი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინტენსიურ დისკუსიებს“, – დაწერა დიპლომატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კლაარი მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

ესტონელი დიპლომატი  ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა. კლაარმა აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერგი შეცვალა, რომელსაც თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა.