ზოლები ფრჩხილებზე: რა დაავადებაზე მეტყველებს ხიჭვის მსგავსი ხაზები

ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის სპეციალისტები ასახელებენ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას, რომელზეც ფრჩხილებქვეშ გაჩენილი ზოლები მიანიშნებს
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქოლესტერინის მაღალი დონე ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომებს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს, წერს გამოცემა Express-ი ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ჰიპოკრატეს თითები“: თუ ასეთი ცვლილება შენიშნეთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს

როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე.

ქოლესტერინი — ეს არის მთავარი სტეროიდი ორგანიზმში. ის მონაწილეობს ჰორმონების წარმოებაში, საჭმლის მონელებაში, უჯრედის მემბრანის შენებაში. ქოლესტერინის ძირითადი ნაწილი ორგანიზმში (ღვიძლში, წვრილ ნაწლავში, თირკმელზედა ჯირკვლებში) წარმოიქმნება და მხოლოდ მეოთხედი ხვდება საკვების მეშვეობით.

ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სისხლძარღვების დახშობასა და ფოლაქების გაჩენას. შედეგად, შესაძლებელია თრომბის წარმოქმნა, რაც სავალალო შედეგებსა და სიკვდილსაც კი იწვევს.

თითების მდგომარეობით ფილტვის კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა>>

სისხლში ქოლესტერინის ნორმალიზებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მცენარეების — ცაცხვის ყვავილების, ბაბუაწვერას ფესვების, სელის თესლის ნაყენები. ასევე რეკომენდებულია ნედლი ბოსტნეული და ხილი, ნიორი, დარიჩინი და კურკუმა.

მთავარია შეიზღუდოს ცხოველური ცხიმები, ტკბილეული, ცომეული.

ქოლესტერინის დონის შემამცირებელ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება სპორტი და, ზოგადად, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.