მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

მერწყული ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან
Sputnik

მერწყულის ნიშნით იბადებიან 21 იანვარი – 19 თებერვლის პერიოდში.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

მერწყული (Aquarius) – ჰაერის სტიქიის ნიშანია, რომელსაც ერთდროულად ორი პლანეტა – ურანი და სატურნი მართავს. ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლები მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. თავად მერწყულის ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეური ადამიანები არიან, რომლებიც თავისი იდეალიზმის პრიზმაში ატარებენ ამორალურ საქციელსაც, ან ყველაზე წარმოუდგენელი სექსუალური გამოცდილების ფორმებსაც კი. სხვათა შორის, სწორედ ამ ნიშის წარმომადგენლები ადვილად მეგობრობენ ყოფილ საყვარლებთან, რადგან სექსს ურთიერთობების ბუნებრივად ბაზად მიიჩნევენ.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები

მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა – მათი ნატურის ფილოსოფიური შემადგენელი სამყაროზე მათ არასტანდარტულ შეხედულებას განსაზღვრავს. მერწყულები, გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.

მერწყულები ყოველთვის ორიგინალობისკენ ისწრაფვიან, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერში გამოიხატება – აზროვნების სტილიდან დაწყებული, ცხოვრების სტილამდე დამთავრებული. მათ თავიანთი მიღწევების სახალხოდ ჩვენება არ უყვართ, თუმცა ძალიან უყვართ, როცა მათი ინდივიდუალობა ღირსეულად ფასდება. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი სულიერი პრობლემაა მთელი ინფორმაციის „შესრუტვა“ და ამის აღქმა, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, მაგრამ ამ ინფორმაციას ყოველთვის არა აქვს სათანადო და ღირსეული გამოყენება. ხშირად, ეზოთერულისა და ირაციონალურისადმი მიდრეკილებას მერწყულები მიჰყავს ისეთ პროფესიებთან, როგორიცაა ფოკუსების ოსტატი და მსახიობი. ამას გარდა, ისინი ძალიან კარგად შეიგრძნობენ ხელოვნებას და ხასიათის რომანტიკული წყობით გამოირჩევიან.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

მერწყულების სუსტი მხარეებია: ინფანტილიზმი, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ნებისმიერი სოციალური ზღუდისა და ჩარჩოს უარყოფის სურვილი, სასოწარკვეთილების დროს და მაშინ, როდესაც ვერ უგებენ, დემონსტრირება იმისა, რომ ისინი უარყოფილნი არიან და სხვებს არ ჰგვანან.

მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი

მერწყული მამაკაცი

მამაკაცი მერწყულები ზეპასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, ამავდროლად, არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან. მათ უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტები, გამოირჩევიან იუმორის ორიგინალური გრძნობით.

ურთიერთობებში მერწყული ზედაპირული ჩანს, თუმცა ხანდახან მისი ექსტრავაგანტულობა და რევოლუციონერობა არ გამორიცხავს წყნარი ნავსაყუდელისკენ სწრაფვას. ლამაზი ქალის დაპყრობის ფაქტი ხანდახან მისთვის ფიზიკურ ტკბობაზე მნიშვნელოვანია.

მერწყული მამაკაცი სამუშაოს თავდადებით ეკიდება, სანამ ის მისი თავისუფლების შეზღუდვას არ იწყებს – მერწყული თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს, როდესაც თავს არ ახვევენ პირობითობებსა და სტანდარტულ სქემებს.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

მერწყული ქალი

ქალი მერწყულები უშუალო, კომუნიკაბელური არიან, შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნა. კარგად ეხერხებათ მრავაფეროვნების შეტანა ინტიმურ ცხოვრებაში, ძნელია მათი შოკირება უხამსი წინადადებებით ან გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება – მერწყული ქალები, არიან რა ყოველდღიურობაში მშვიდი და ყურადღებიანი, ძალზე კრეატიულნი არიან ეროტიკული თვალსაზრისით.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

ქალი მერწყულები იცვამენ ორიგინალურად და ექსტრავაგანტულად და მოდას ძალზე მწვავედ შეგრძნობენ – ეს მათი ერთ–ერთი ძლიერი მხარეა. მათ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, ყურადღება, განსაკუთრებული ადგილები მოცალეობის ჟამს და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებენ.

სიყვარულში მერწყული ქალი მთლიანად იხარჯება, თავგანწირვით ხატავს იდეალისტურ სურათს. ამავდროულად, ძალზე მომთხოვნია და გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს. ის ძალზე გულნატკენი რჩება საყვარელი მამაკაცის უყურადღებით მაშინ, როცა თვითონ, თუნდაც ყურებამდე იყოს შეყვარებული, ინტრიგაზე უარს არ ამბობს. მერწყულ ქალებს ბრუტალური, უხეში მამაკაცები არ იზიდავს, ჩვეულებრივ, მათთვის მნიშნელოვანია სულიერი კავშირი საყვარელ ადამიანთან.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მერწყულის შეთავსება სხვა ნიშნებთან

მერწყულისთვის საუკეთესო იქნება კავშირი კირჩხიბთან, ტყუპთან და სასწორთან – ამ ნიშნების წარმომადგენლები ურთიერთობებში ასევე აფასებენ დახვეწილობასა და დეტალებს.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

რთული, მაგრამ ცეცხლოვანი კავშირია მოსალოდნელი ვერძებთან და თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

ასტროლოგების მოსაზრებით, ცუდია მერწყულის კავშირი მორიელთან და ლომთან, რომელთა საქმიანობა და აქტიურობა რამდენადმე მისტიკურ და იდუმალ მერწყულში გამოძახილს ვერ ჰპოვებს.

მერწყულის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ჩარლზ დიკენსი, ვირჯინია ვულფი, აბრაამ ლინკოლნი, ანტონ ჩეხოვი, ანა პავლოვა, კრისტიან დიორი, პაკო რაბანი, კლარკ გეიბლი, ანჯელა დევისი, იოკო ონო, ჯონ ტრავოლტა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ეშტონ კატჩერი, ჯენიფერ ენისტონი და სხვა.