მოსაზრება: გახდება თუ არა გახლეჩილი აშშ გარესამყაროსთვის უფრო საშიში?

შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება აშშ-ში, მას კიდევ უფრო სახიფათოდ აქცევს გარე სამყაროსთვის.
Sputnik

პიოტრ აკოპოვი

გლობალისტურად განწყობილი ისტებლიშმენტი, რომელმაც ნაციონალისტ ტრამპს რევანში აუღო, შეეცდება ამერიკელების ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარეზე გადართოს და საერთოდაც, დაჭრილის მხეცი არაპროგნოზირებადი გახდება.

მოსაზრება: ბაიდენს არაფერი აქვს მისალოცი

ასეთი პროგნოზები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთში. ყველა ეს მოსაზრება იქიდან გამომდინარეობს, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ ზესახელმწიფო კი არ არის, არამედ მსოფლიო ჰეგემონია, რომელსაც ჯერ კონკურენტები არ ჰყავს, და ნებისმიერი პრობლემები აშშ-ში მთელ მსოფლიოს ძვირი დაუჯდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აწყობს კრიზისი აშშ-ში, სასიხარულო ამაში არაფერია - საჭიროა ახალი გამოწვევებისთის მომზადება, იმისთვისაც კი, რომ ყველა ფრონტზე გადმოვლენ შეტევაზე.

ეს პოზიცია რაღაცით წააგავს იმ პანიკურ განწყობებს, რომელთა გაბერვაც დაიწყო ატლანტიკური ელიტების ნაწილმა ჯერ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მერე კი კაპიტოლიუმის სტურმის შემდეგ: საშინელებაა, ამერიკა ჯერ გლობალური ლიდერის ტვირთსა და მსოფლიოში დემკრატიის მცველობაზე ამბობს უარს, მერე კი თავდაც ქაოსში ეფლობა! ვინღა დაიცავს მშვიდობას მსოფლიოში და ვინღა წაწევს კაცობრიობას გლობალიზაციის გზაზე წინ? ვინ შეაჩერებს ჩინეთს, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ძალას იკრებენ და რომლებიც დემოკრატიულ მონაპოვრებსა და დასავლეთის მიერ აგებულ მსოფლიო წესრიგს ემუქრებიან?

მოსაზრება: აშშ-ის რომელი პრეზიდენტია ხელსაყრელი რუსეთისთვის?

საკამათო არ არის, აშშ მართლაც მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფოა, რომელსაც პრეტენზია აქვს ჰეგემონიზმზე, მაგრამ ეს ზესახელმწიფო ავადაა - თანაც შიგნიდან ის ჯერ კიდევ ამჟამინდელ მოვლენებამდე ჩაირღვა. და ის სწორედ იმან დაღუპა, რამაც გააძლიერა: აშშ-ის ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებსა და გლობალიზაციის ატლანტიკურ პროექტის შორის არსებულმა ნაპრალმა. ანუ, შტატები, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური მსოფლმოწყობის მშენებლის, ახალი ტიპის ზეეროვნული მსოფლიო იმპერიის როლი იტვირთა, შიგნიდან დაირღვა. არა ისე, როგორც ეს სსრკ-ს დაემართა, მაგრამ ისეთივე სერიოზული შედეგებით. აშშ ჩვენ თვალწინ ირღვევა, მაგრამ თანამედროვეებს ყოველთვის უჭირთ მიმდინარე ცვლილებების სისწრაფის შეფასება.

წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, თუ არა მსოფლიო ლიდერი, მესიანური და ძალიან გავლენიანი სახელმწიფო მაინც, ისტორიის გამოცდას ვერ უძლებს. ეს ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა - ხუთი წლის შემდეგ მას 250 წელი შეუსრულდება. და თავისი მოკლე ისტორიის ზუსტად ნახევრის განმავლობაში ის საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული. და მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაწყვიტა, წაერთმია იმ მომენტისთის ყველაზე კოლონიალური ევროპული სახელმწიფოსთვის - ესპანეთისთვის, მისი კარიბული და აზიური სამფლობელოები (კუბა და ფილიპინები). XX საუკუნის დაწყებასთან ერთად შტატები მსოფლიო სივრცეზე გავიდა და ორ ევროპულ და მსოფლიო ომში მონაწილეობის წყალობით, გლობალურ ბატონობას შეეჭიდნენ.

დასავლეთი მომწიფდა: COVID-19 ჰიტლერია, ანუ დადგა რუსეთთან კავშირის დრო

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა აშშ-ის თანდათანობითი გარდასახვა ეროვნული სახელმწიფოდან ატლანტიკური ზეეროვნული ელიტის გლობალური ბატონობის პროექტის განსახორციელებელ ბაზად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ხელს აძლევდა გლობალიზატორებს (მათ შორის, სსრკ-ს დაშლა), მათმა პროექტმა არ იმუშავა. ამასთან ახალი ბაბილონის მშენებლობის გზაზე შტატებმა შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს მსოფლიო არენაზე — სამხედრო ძლიერებაში, ფინანსურ, იდეოლოგიურ და საკადრო გავლენებში, თანაც ისტორიული საზომებით საკმაოდ მოკლე დროში (საუკუნეზე ნაკლები). მაგრამ ახლა ისინი ზუსტად ასევე - ოღონდ ბევრად სწრაფად - კარგავენ ყველაფერს. ახლა ამის წარმოდგენა ბევრისთვის ძნელია: რუსი ან ჩინელი უნდა იყო, რომ გაიგო, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.

საუკუნენახევრის წინ ვინმესთვის რომ ეწინასწარმეტყველათ, 2021 წელს ერთიან ევროპას გერმანელი ქალი უხელმძღვანელებს, ხოლო კიევი რუსეთის შემადგენლობაში არ იქნებაო, დასკვნა იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი: სულ ახლად შექმნილი მეორე რეიხი (ეს 1871 წლის 18 იანვარს მოხდა) იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მან არა მარტო გააერთიანა მთელი ევროპა, არამედ რუსეთიც სასტიკად დაამარცხა და ჩამოაჭრა მას არა მარტო პოლონეთი, არამედ მალოროსიაცო (რუსეთის მთელი რიგი მიწების ძველი დასახელება, უპირატესად თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. - რედ.), ხოლო თუ ასეთ ვინმეს თანამედროვე მსოფლიოს რუკასაც აჩვენებდნენ, მას თავშიც არ მოუვიდოდა ეწოდებინა აშშ-სთვის მსოფლიო ჰეგემონი - მათი ტერიტორია ხომ თითქმის არც გაზრდილა გასული საუკუნენახევრის განმავლობაში. გასაგებია, საბოლოოდ ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი. გერმანელები! და ის ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა, თუკი შეიტყობდნენ, რომ გერმანიამ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მმართველია, ორი მსოფლიო ომი წააგო და გეოპოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ზეა დამოკიდებული.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენონ

ხოლო ჩინეთი ტერიტორიულად არ შეცვლილა, მაგრამ შიგნით დაყოფილი და ნახევრადვასალური ქვეყნიდან მსოფლიოს უძლიერეს ეკონომიკად იქცა. ანუ, დაიბრუნა ის მდგომარეობა, რომელშიც ათასობითი წლის განმავლობაში იყო. მაგრამ გლობალიზებადი მსოფლიოს პირობებში ჩინეთი ვეღარ იქნება საკუთარ თავშიჩაკეტილი და თვითკმარი - ის მსოფლიო სივრცეზე გავიდა და მისი შეჩერება შეუძლებელია.

შტატებს თეორიულად შეეძლო გადარჩენა ამჟამინდელი კრიზისის შემდეგაც კი. საჭირო იყო მხოლოდ ეღიარებინა, რომ ცალმხრივად მართვადი გლობალიზაცია შეუძლებელი, უარი უნდა ეთქვა ჰეგემონის როლზე და გადასულიყო მსოფლიო ზესახელმწიფოების კონცერტზე, იმავდროულად კი საკუთარი ინფრასტრუქტურისა ეკონომიკის აღდგენით დაკავებულიყო - ანუ ეზრუნა ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებაზე. სწორედ აქეთ მიდიოდა ტრამპი - ხშირად ინტიუციურად, მაგრამ სწორად. მაგრამ გლობალისტურად განწყობილ ამერიკულ ელიტებს არ აინტერესებთ აშშ როგორც სახელმწიფო.

ამიტომ, თუ ნაციონალისტებს ძალა არ ეყოფათ რევანშისთვის, აშშ განწირულია როგორც სახელმწიფო. ჩინეთის, რუსეთისა თუ სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, შტატებს არ გააჩნია არა მარტო ფესვები, არამედ მათი შემდუღაბებელი სახელმწიფოს წარმომქნელი ხალხიც არ ჰყავს - მის იმიტაციას კი ახლა ანადგურებენ. ღერძის გარეშე კი ვერანაირი მტკიცე სახელმწიფო ვერ შედგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ჰეგემონზე.

დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

ჰეგემონი კი, ისევე როგორც მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის მხარდამჭერი ძალები, აღარ არიან. და ვაშინგტონში ხელისუფლებაში დაბრუნებულმა გლობალისტებმა ეს კარგად იციან. მათ ჯერ კიდევ ობამას დროს დაიწყეს გლობალიზაციაზე პასუხისმგებლობის განაწილება - გაიყვეს რა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან „ლიდერობა“. ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია ძალინ აკურატული იქნება საგარეო არენაზე - არანაირი გამწვავება, არანაირი კონფლიქტები, არა მარტო იმიტომ რომ ეს მხოლოდ გააუარესებს აშშ-ის მსგომარეობას, არამედ იმიტომაც რომ ახალ ხელისუფლებას ნამდვილად მოუწევს, უფრო მეტი ყურადღება და ძალა მოახმაროს გამწვავებულ შიდა პრობლემებს. ამასთან საჭირო იქნება იმის ჩვენებაც, რომ ახალი ხელისუფლება პრინციპულად განსხვავდება „უგუნური ტრამპისგან“, თუმცა ამ „უგუნურს“ არცერთი ახალი ომი არ გაუჩაღებია და ვალდებულებაც კი აიღო, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის ავღანეთიდან სრულად გაეყვანა ჯარები.

ამასთან ბაიდენის ადმინისტრაცია სიტყვით ოპტიმიზმისა და მესიანურობის დემონსტრირებას მოახდენს - ჩაატარებს „დემოკრატიის სამიტს“, განამტკიცებს „ატლანტიკურ სოლიდარობას“, შეკრებს ერთიან ფრონტს ჩინეთის წინააღმდეგ, განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე. მაგრამ ყველა ამ ზომების შედეგიანობა იქნება ძალიან დაბალი, ხოლო აშშ-ის მიმართ დამოკიდებულება მსოფლიოში - სულ უფრო მშვიდი. მსოფლიო საბოლოოს დარწმუნდა იმაში, რომ „ამერიკული საუკუნე“ იწურება, თანაც არა მარტო მსოფლიო არენაზე, არამედ თავად შტატებშიც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!