კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა

ექიმმა, რომელიც გორის ერთ–ერთ კლინიკაში მუშაობდა, კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა მისგან გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა – გორის ერთ–ერთი კლინიკის ექიმი, იუწყება „რუსთავი2“.

მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც დაამარცხა, თუმცა ვირუსმა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეურყია და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

პირველი არხის ინფორმაციით, ექიმი კლინიკა „გორმედში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. პანდემიასთან ბრძოლაში ის პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 238 086–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 750 ადამიანი.