თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეძლეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალოს ფასები ნავთობის მოპოვების კვოტებზე თებერვალში, იუწყება Wall Street Journal.
WSJ-ს მონაცემებით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თებერვალში შეინარჩუნონ ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონე, ხოლო გაზაფხულზე გაზარდონ წარმოება. მხარეები კომპრომისის მიღწევას გუშინ ვარაუდობდნენ, თუმცა OPEC+-ის ქვეყნებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და შეხვედრა სამშაბათს განაგრძეს.
ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ზანგანეს განცხადებით, გაშინ გამართულ OPEC+-ის შეხვედრაზე ორი სცენარი განიხილებოდა: ნავთობის მოპოვების გაზრდა თებერვალში ნახევარი მილიონი ბარელით დღე-ღამეში, ან იანვრის მაჩვენებლების შენარჩუნების მცდელობა.
როგორც РИА Новости-ს წყარომ განუცხადა, რუსეთი პირველ ვარიანტს ემხრობოდა, მეორეს – საუდის არაბეთის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფოების უმრავლესობა. მათი პოზიცია პანდემიის გამო ბაზარზე შენარჩუნებულ გაურკვევლობას ეყრდნობოდა.
მარტში ნავთობის კოტირება ჩავარდა მას შემდეგ, რაც OPEC+-ის ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გარიგების პარამეტრების ცვლილებებზე ვერც ნედლეულის მოპოვების შემცირებასთან და ვერც მის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეზღუდვები მოპოვებაზე 1 აპრილიდან მოხსნეს. მხოლოდ მარტში შავი ოქრო ორჯერ და მეტად გაიაფდა.
კუვეიტი კოტრდება: ნავთობის უდიდესი მარაგები ბიუჯეტს ვეღარ ავსებს>>
მაისიდან OPEC+-მა ნავთობის მოპოვება სამი თვის ვადით დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. აგვისტოდან ალიანსმა განაგრძო მოპოვების შემცირება, მაგრამ ნაკლები მოცულობით – 7,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში და წლის ბოლომდე.