საშიში პიროტექნიკა და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია: რამდენი ადამიანი დაშავდა საქართველოში

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ალკოჰოლით 108 ადამიანი მოიწამლა, პიროტექნიკით კი 51 ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 36 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, იუწყება „პირველი არხი“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით. 

პიროტექნიკით დაშავებულმა ათობით ადამიანმა დამწვრობის ცენტრს მიმართა

31 დეკემბრის ღამეს საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მხოლოდ დედაქალაქში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათგან 27-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რაც შეეხება რეგიონებს, დაშავდა 15 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს 9 პაციენტი.

ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო დახმარების ცენტრში 108 შეტყობინება დაფიქსირდა – 44 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გამოძახებების დიდი ნაწილი თბილისს (55 გამოძახება), დანარჩენი კი რეგიონებს უკავშირდება.