COVID-19 - ბოლო ცნობები

AP: ჩინეთის ხელისუფლება ასაიდუმლოებს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია პირველად გასული წლის 31 დეკემბერს გაავრცელა, რის შესახებაც „Sputnik საქართველომ“ იმავე დღეს აცნობა საზოგადოებას.    
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს აღკვეთოს ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ან კვლევების შედეგების გამოქვეყნების ნებისმიერი მცდელობა, წერს სააგენტო Associated Press–ი.

კორონავირუსის აფეთქების გაშუქების გამო: ჩინეთში ჟურნალისტი ქალი დააპატიმრეს

როგორც სააგენტო აცხადებს, მისი თანამშრომლები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ათობით მეცნიერს გაესაუბრნენ და ხელისუფლებების შიდა მონაცემებსა და დოკუმენტაციას გაეცნენ.

„ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ყველა კვლევას, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობას ეხება, აღკვეთს ზოგ მათგანს და აქტიურად უჭერს მხარს ალტერნატიულ თეორიებს იმის შესახებ, რომ [ვირუსის] წყარო შეიძლება ჩინეთს გარეთ იყოს“, — ნათქვამია AP–ის სტატიაში.

ჟურნალისტის თქმით, პეკინი ცდილობს არ დაუშვას მეცნიერები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმ გამოქვაბულებში, სადაც თითქოს ვირუსის გამავრცელებელი ღამურები ბინადრობენ.

უფრო მეტიც, როგორც АР ირწმუნება, მკვლევარებს, რომლებიც ხსენებულ გამოქვაბულებში მუშაობდნენ, მიღებული ნიმუშები ჩამოართვეს და მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს.

გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც წყვეტს, რა მონაცემები შეიძლება გამოქვეყნდეს COVID-19–ის წარმოშობის შესახებ. 

ჩინეთში უცნობი წარმოშობის პნევმონიამ იფეთქა

„ჩინეთის ხელისუფლება უფრთხის ისეთი ინფორმაციის გასაჯაროვებას, რომელიც შეიძლება მათ დაუდევრობაზე მეტყველებდეს ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, — ნათქვამია სტატიაში.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა თებერვალში დაკავებულ ჟურნალისტ ქალს, რომელიც უჰანში კორონავირუსის აფეთქებას აშუქებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ჩჟან ჩჟანი ერთი წლის წინ პირდაპირ ტრანსლაციებს გადასცემდა უჰანიდან იმ დროისათვის ჯერ კიდევ „უცნობი ვირუსული პნევმონიის“ შესახებ.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია პირველად გასული წლის 31 დეკემბერს გაავრცელა, რის შესახებაც Sputnik საქართველომ იმავე დღეს აცნობა საზოგადოებას.