საპარლამენტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის ბიუჯეტი წინა წლის წლიური ბიუჯეტის 1/12 იქნება.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორშაბათს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა.

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის ბიუჯეტი წინა წლის წლიური ბიუჯეტის 1/12 იქნება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758,1 მლნ ლარის ოდენობით.

სახელწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების მოცულობა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460,7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384,5 მლნ ლარს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

 20202021
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში18 420,316 758,1
საგადასახადო შემოსულობები 8 979,410 342,3
ასიგნებები15 923,818 384,5

ხარჯების მოცულობა 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778,3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, პროექტის საბოლოო ვერსიაში მოსალოდნელი ზრდა 4,3%-ს შეადგენს.