რუსულმა ვაქცინამ 60 წელს ზემოდ ასაკის ადამიანებისთვის 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა

კლინიკური კვლევების შედეგებმა ჯანდაცვის სამინისტრო დააკმაყოფილა და მან ამ კატეგორიის მოსახლეობის ასაცრელად „სპუტნიკის“ გამოყენების ნებართვა გასცა
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ „სპუტნიკ V“ 60 წელს ზემოდ ასაკობრივი ჯგუფისთვის 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა, აცხადებენ პრეპარატის შემქმნელები Twitter-ში.

„სპუტნიკ V“ ამ და სხვა ასაკობრივ ჯგუფებს სრულად იცავს დაავადების დამძიმებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკური კვლევების შედეგებმა სამედიცინო ხელისუფლება დააკმაყოფილა, და ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის ამ კატეგორიის ასაცრელად „სპუტნიკ V“-ის გამოყენების ნებართვა გასცა. ახლა ვაქცინის გამოყენება დაშვებულია 18 წლის და 18 წელს ზემოდ ასაკის პირთათვის.

საქართველომ შეიძლება ისარგებლოს რუსული ვაქცინით, თუ მას ჯანმო აღიარებს

„სპუტნიკ V“ მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული  ანტიკორონავირუსული ვაქცინაა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული.

ზაფხულში პრეპარატმა წარმატებით გაიარა კვლევების ორი სტადია 18-60 წლის მოხალისეებზე, რომელთაც აცრის შედეგად SARS-CoV-2-ის მიმართ იმუნური პასუხი და ანტისხეულები გამოუმუშავდათ. რეგისტრაციის შემდგომი კვლევების სტადია სექტემბერში დაიწყო. რუსეთის გარდა, კვლევები ტარდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ვენესუელასა და ბელარუსში.

ტესტებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ხანდაზმულები და ადამიანები რისკ-ჯგუფებიდან. კვლევების მონაცემების მესამე შუალედური ანალიზის შემდეგ „სპუტნიკმა“ 91%-იანზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა, თანაც მძიმე შემთხვევებში მაჩვენებელმა ას პროცენტს მიაღწია.

ავიცრათ თუ გადავიტანოთ? სიმართლე COVID-19-ის ვაქცინის შესახებ >>

დეკემბრის დასაწყისში რუსეთში სამოქალაქო ვაქცინაცია დაიწყო, პრეპარატის პარტიები ყველა რეგიონს მიაწოდეს. ჯერჯერობით ვაქცინაცია შეუძლიათ ჩაიტარონ იმ ადამიანებმა, თუ არიან 18-დან 60 წლამდე ასაკის, არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, არ მიუღიათ მონაწილეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებში, არიან მრავალფუნქციური ცენტრის თანამშრომლები, კულტურული დაწესებულებების, სავაჭრო და მომსახურების სფეროს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობის და მედიის მუშაკები. თანდათანობით მოქალაქეთა კატეგორიების სია გაფართოვდება.

მეძუძურ დედებისთვის ვაქცინის გაკეთება ეკრძალებათ.