მიმოხილვა: აშშ აქტიურად ემზადება დედამიწის ორბიტაზე ბრძოლებისთვის

თანამგზავრული დაჯგუფებების განადგურება, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განეიტრალება და კოსმოსიდან დედამიწაზე მიტანილი დარტყმები — აშშ რუსეთს კვლავ ადანაშაულებს დედამიწის ახლო სივრცის მიზანმიმართულ მილიტარიზაციაში.
Sputnik

ნიკოლაი პროტოპოპოვი

პენტაგონში ირწმუნებიან, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვის მიერ გამოცდილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიზანი ბირთვული ქობინების („ბოეგოლოვკა“) ჩაჭერა კი არ არის, არამედ თანამგზავრების დაზიანება. ამასთან ამერიკელები არაფერს ამბობენ საკუთარ ორბიტულ იარაღზე. არადა, საკმაოდ ბევრი აქვთ.

თავდაცვის სისტემა

„გუშაგები“, როგორც ახლა ოფიციალურად უწოდებენ აშშ-ის კოსმოსური სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რეგულარულად იუწყებიან რუსეთში ანტითანამგზავრული რაკეტების საცდელი გაშვების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ასეთი მონაცემები აპრილში წარმოადგინა. სულ ვაშინგტონმა რვა ასეთი ტესტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მიმოხილვა: რით შეაიარაღეს მედესანტეები რუსეთში

აშკარაა, რომ ამერიკელებს მხედველობაში აქვთ რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსური თავდაცვის სისტემა А-235 Нудоль, რომელსაც პენტაგონში ინდექსი PL-19 მიაკუთვნეს. ეს რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პროექტია.

სავარაუდოდ, „ნუდოლი“ ჩაანაცვლებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა А-135 Амур-ს, რომელიც მოსკოვსა და ცენტრალურ სამრეწველო რაიონს იცავს. ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოცდები 2014 წელს დაიწყო პლესეცკის პოლიგონზე. А-235-ის მთავარი სამიზნე — საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ქობინებია. სიშორე — 1,5 ათასი კმ. ჩამჭერების სიჩქარე ათ მახს აღემატება.

„ნუდოლის“ საბრძოლო საშუალებები კლასიფიცირდება როგორც კოსმოსური დანიშნულების რაკეტები. როგორც ჩანს, ეს გახდა კიდეც საბაბი, დაედანაშაულებინათ რუსეთი კოსმოსის მილიტარიზაციაში. თითქოს PL-19, რომელსაც ამერიკელები პირდაპირი ჩაჭერის ანტითანამგზავრულ რაკეტას უწოდებენ, საკომუნიკაციო თანამგზავრებზე, ორბიტული ფოტოგადაღებების აპარატებსა და სხვა კოსმოსურ ობიექტებზე იყოს მომართული. რაც, ამერიკელი სამხედროების აზრით, ძალიან ზღუდავს მათ შესაძლებლობებს დედამიწის ახლო ორბიტაზე.

მიმოხილვა: რუსეთი საბრძოლო ტაქტიკას ცვლის – ჯერი დრონებზეა

სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის თქმით, აშშ ამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით იმიტომაა შეშფოთებული, რომ ბოლომდე არ ესმით მისი სათავო ნაწილის მოქმედების პრინციპი.

„მათ იციან, რომ წინა სისტემა А-135-ს თერმობირთვული ქობინი ჰქონდა, რომლითაც ბალისტიკური რაკეტების მასირებული შეტევის არიდებაა შესაძლებელი. „ნუდოლი“ – უფრო თანამედროვეა, ურტყამს დაახლოებით 1600 კილომეტრზე. ჩვენ არ ვამხელთ მის საბრძოლო ნაწილს, ამიტომ ამერიკელები ამბობენ, რომ ის თერმობირთვულია. მე ამას არ გამოვრიცხავ: აშშ-ის გლობალური იერიშის კონცეფცია რაკეტების მასობრივ გამოყენებას ვარაუდობს და ამის წინააღმდეგ საჭიროა ბირთვული ქობინების მქონე სისტემები“.

გლობალური ქსელი

ამერიკელები, რომლებიც რუსეთს ესხმიან თავს, თავად აქტიურად ემზადებიან ორბიტაზე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ისინი ტყუილად არ უშლიან ხელს საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს კოსმოსურ სივრცეში შეიარაღების კონტროლის თაობაზე, რომელიც მოსკოვმა და პეკინმა შესთავაზეს.

თითქოს რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი საფრთხის პასუხად პენტაგონმა შეიმუშავა „კოსმოსში თავდაცვის სტრატეგია“. ძირითადი იდეა: დაიპყრონ და გააკონტროლონ დედამიწის ახლო ორბიტა, რათა მოწინააღმდეგეზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ. ეს, სტრატეგიის ავტორების აზრით, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში.

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს

ჯერჯერობით ამერიკელების მთავარი იარაღი ორბიტაზე – თანამგზავრებია. ბოლო წლებში პენტაგონში ამას უზარმაზარი ყურადღება ეთმობა. აქტიურად ამუშავებენ როგორც თავდაცვით, ისე შემტევ კოსმოსურ აპარატებს.

ცნობილია, რომ კოსმოსში ამერიკელებმა ჯარების მართვის, კავშირისა და დაზვერვის ძირითადი საშუალებები განათავსეს. ყველაზე მოკრძალებული დათვლით, ორბიტაზე ახლა ათასამდე მათი აპარატია.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში აშშ კოსმოსში მცირე იაფი თანამგზავრების წარმოებასა და გაშვებას გეგმავს. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია პერსპექტიული კვლევების სააგენტო DARPA Blackjack-ის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ორბიტაზე რამდენიმე ასეული მცირეგაბარიტიანი აპარატის გაყვანა იგეგმება, რომლებიც ერთ ქსელში იქნება ჩართული. პენტაგონს შეუძლია გამოიყენოს ისინი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში და ასევე ფართოზოლოვანი კავშირისა და ნავიგაციის საქმეში.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ნათელი მინიშატლ X-37B-ს დანიშნულება, რომელსაც ორბიტაზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩენა შეუძლია. ბოლო საცდელი ფრენისას აპარატმა კოსმოსში ორ წელზე მეტი გაატარა. სპეციალისტთაგან ზოგი დარწმუნებულია, რომ X-37B მცირეგაბარიტიანი თანამგზავრების მზიდია, რომლებიც პლანეტის გარკვეული წერტილის თავზე შეიძლება იყოს გაშვებული. სხვანი ირწმუნებიან, რომ შატლზე საბრძოლო კოსმოსური ჩამჭერი ტექნოლოგიები მუშავდება.

დარტყმები კოსმოსიდან

სრულიად ნათელია, რომ მალე პენტაგონი დედამიწის თავზე ნამდვილ შემტევ იარაღს განათავსებს და თავს იგივე „რუსეთისა და ჩინეთის კოსმოსში აგრესიით“ გაიმართლებს.

მოსაზრება: „აბრამსები“ ბელარუსის საზღვართან – რას აპირებენ ამერიკელები?

ამას ამტკიცებს ანტითანამგზავრული საშუალებების წარმატებული გამოცდებიც. მაგალითად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში რაკეტა ASM-135 ASAT-მა, რომელიც გამანადგურებელი F–15-დან გაუშვეს, 555 კმ სიმაღლეზე სამეცნიერო თანამგზავრი Solwind ჩამოაგდო. ხოლო 2008 წელს საზღვაო ბაზირების ანტისარაკეტო სისტემა SM-3-მა სამხედრო თანამზავრი USA-193 გაანადგურა 250 კმ სიმაღლეზე.

ბოლო წლებში, ლეონკოვის თქმით, ამერიკელები დაკავებული არიან კოსმოსური შეიარაღების ორი ძირითადი სახეობით: კინეტიკურითა და ენერგეტიკულით. პირველის დანიშნულებაა ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების განადგურება. მაგალითად, Multiple Kill Vehicle-ის, რომელიც მცირე ჩამჭერების მზიდია. მის ბორტზე 6-დან 20-მდე თანამგზავრი–ქობინი თავსდება.

რაც შეეხება ენერგეტიკულ იარაღს, ამერიკელი ინჟინრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ პროგრამა Space-based Lazer-ის ფარგლებში კოსმოსური ბაზირების ქიმიურ ლაზერზე, რომლის სიმძლავრე რვა მეგავატია. იგეგმება, რომ კოსმოსში დაახლოებით ორი ათეული ასეთი პლატფორმა უნდა განთავსდეს.

სავარაუდოდ, ლაზერები ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს ჩაიჭერს, მაგრამ ხელსაყრელი პირობებისა და კარგი ამინდის შემთხვევაში დედამიწაზე სტაციონარული ობიექტების დაზიანებასაც შეძლებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს