პულმონოლოგი: თუ გვინდა კოვიდ-ინფექციას დავხვდეთ მზად

კორონავირუსი, რომელმაც ცხოვრება სრულიად შეცვალა, ძირითადად სასუნთქ სისტემას აზიანებს. ამჯერად გვსურს ყურადღება სუნთქვის უკმარისობაზე გავამახვილოთ.
Sputnik

კოვიდის დროს ადამიანს ზოგჯერ მოძრაობის გარეშე, მჯდომარე მდგომარეობაშიც კი უჭირს სუნთქვა. თუმცა შესაძლოა სუნთქვის პრობლემა შიშის, სტრესის ფონზეც განვითარდეს. რამდენად ართულებს ნერვული ფონი პაციენტის მდგომარეობას, ამის შესახებ პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე საუბრობს.

პულმონოლოგი: თუ გვინდა კოვიდ-ინფექციას დავხვდეთ მზად

- ხშირად ​პაციენტებს, რომლებიც გვირეკავენ, პანიკური შიშის გამო აქვთ ნევროზული მოვლენები, რის გამოც მათ ჰგონიათ, რომ აქვთ სუნთქვის უკმარისობა. ეს გასაგებიცაა, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც მოდის ჩვენამდე, საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ არ უნდა გადაგვძალოს ემოციურმა ფაქტორმა. საკმარისია ჩვენ გავიზომოთ სატურაცია. თუ ის არის 95-სა და 100-ს შორის, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ.

ეპიდემიოლოგები შეზღუდვების მინიმალურ შემსუბუქებას ემხრობიან

- ბევრი ადამიანი მკურნალობს სახლის პირობებში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიზომოს სატურაცია?

- პულსოქსიმეტრები ჩვენ გვაქვს სააფთიაქო ქსელში, სპეციალიზებულ აფთიაქებში. ის ყველგან ხელმისაწვდომია. დღეს არ არის ამის პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ შეიძინონ ის და გამოიყენონ, როგორც იყენებენ თერმომეტრებს.

პულსოქსიმეტრი თითის დისტალურ ფალანგზე უნდა მოთავსდეს და ის გვიჩვენეს სისხლში ჟანგბადის შემცველობას. ეს არის არაინვაზიური, მარტივი კვლევის მეთოდი, რომელიც არის ძალიან ეფექტიანი.

რა წესები უნდა დაიცვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში

- რას ურჩევთ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს?

- პაციენტებს მოვუწოდებდი, რომ არ დაიძაბონ, არ ინერვიულონ. ხშირად სუნთქვის უკმარისობის პროვოცირება ხდება სრულიად მოწმენდილ ცაზე, როდესაც პაციენტი იგებს, რომ ის არის ინფიცირებული. ამჟამად 97-98% დაავადების მიმდინარეობს მსუბუქი და საშუალო სიმძიმით. ის არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშროებას, თუმცა მის მონიტორინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს პულმონოლოგი დავით ჭყონიაც, რომელიც ყველას ურჩევს უპირატესობა იშვიათ, მაგრამ ღრმა ჩასუნთქვებს მიანიჭონ.

„ახლა მძიმდებიან ის ადამიანები“: იმნაძე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ საუბრობს

- ცხვირით შესუნთქვას რა მნიშვნელობა აქვს კოვიდის დროს?

- რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი. როდესაც ჰაერი ცხვირიდან არის შესუნთქული, ის ცირკულირებს, ის დატენიანებულია. აზოტის მონოქსიდის შემცველობაც არის ცხვირის ღრუში, ისევე, როგორც სისხლძარღვების ენდოთელიუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს როგორც მომადუნებელი, ასევე ანტივირუსული ეფექტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხვირით შესუნთქვა და არა პირით. ღრმა ჩასუნთქვები და იშვიათი სუნთქვა უფრო კარგია, ვიდრე ხშირი და ზედაპირული სუნთქვა.

ჯანმოს რეგიონული დირექტორი: საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საჭიროა ზომების დაცვა

კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მკერდის და პრესის კუნთების აქტიური მუშაობა ესაჭიროებათ, რის გამოც აღნიშნული კუნთების წინასწარ გავარჯიშება მნიშვნელოვანია.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, როგორ მოემზადოს ის ადამიანი, ვინც ჯერ არ არის დაავადებული​ კორონავირუსით. სუნთქვა ბუნებრივად ხდება, ჩვენ მას არ ვაკონტროლებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დამატებითი კუნთებით მივეხმაროთ ჩასუნთქვასაც და ამოსუნთქვასაც. ჩასუნთქვას ეხმარება გულ-მკერდის კუნთები. ამოსუნთქვას ეხმარება პრესის კუნთები. თუ გვინდა კოვიდ-ინფექციას დავხვდეთ მზად, მსუბუქი ფიზკულტურით შეგვიძლია მკერდის და პრესის კუნთების გავარჯიშება. ეს არის მარტივი რჩევები. რომ დაგჭირდეთ ღრმა ჩასუნთქვები, მიახმარეთ მკერდის კუნთები, რომ დაგჭირდეთ ამოსუნთქვა, მიახმარეთ პრესის კუნთები.