„ეპოქაც გაიყოლა...“: გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი გოგი ქავთარაძე

გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა მაყურებელს თავი დაამახსოვრა და შეაყვარა ბრწყინვალედ შესრულებული როლებით როგორც კინოფილმებში, ისე სპექტაკლებში
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

ის 80 წლის იყო. სამწუხარო ინფორმაციას ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

მას ბრწყინვალედ აქვს შესრულებულია უამრავი როლი მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრების სცენაზე. იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ქუთაისის და სოხუმის თეატრების დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გოგი ქავთარაძე: ვის აქვს უფლება, იყოს ხელისუფალი

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მაყურებელს დაამახსოვრა თავი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „არ დაიდარდო“, „მაცი ხვიტია“, „ჩარი რამა“ „ვერის უბნის მელოდიები“, „ბაკულას ღორები“ და სხვ.