ყველაზე საშიში ღვიძლისთვის: ექიმი ასახელებს სახიფათო პროდუქტებს

გასტროენტეროლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც ღვიძლს დიდ ზიანს აყენებს და ამ პრობლემის მქონე ადამიანებმა ისინი რაციონიდან უნდა ამოიღონ
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. არსებობს კვების პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამორიცხონ რაციონიდან, აცხადებს გასტროენტეროლოგი მარინა მალიგინა.

ექიმი უპირველესად ფასტფუდებზე უარის თქმას გვირჩევს.

ვინ და რატომ უნდა მიირთვას კაკაო: რეკომენდებული რაოდენობა და აკრძალვები

„ის მზადდება დაბალკალორიული ინგრედიენტებისგან, ცხიმისა და სანელებლების მაღალი შემცველობით. ფასტფუდებით რეგულარულად კვების შემთხვევაში ღვიძლში პათოლოგიების განვითარება საკმაოდ მოკლე დროში ხდება“, — აცხადებს გასტროენტეროლოგი.

შავ სიაში ასევე აღმოჩნდა ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეული, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ღვიძლის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, აკრძალულია ცხოველური ცხიმები: ღორის ქონი, კარაქი და ცხიმიანი ჯიშის ფრინველის ხორცი (ბატი და იხვი).

ღვიძლისთვის ასევე საზიანოა ზოგი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად, კივი და შტოში, ქინძი, მჟაუნა და ღანძილი.

ამასთან ექიმი ღვიძლის პრობლემების მქონეებ ურჩევს, მინიმუმამდე დაიყვანონ შებოლილი პროდუქტები, მწნილეული, ცხარე სანელებლები.

რატომ უნდა ვსვათ ლიმონიანი წყალი? განმარტავს ენდოკრინოლოგი>>

მისი თქმით, იმისათვის, რომ ღვიძლი ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია ალკოჰოლზე უარის თქმა, სწორი კვება, სიგარეტისთვის თავის დანებება, წონის ნორმალიზება, აქტიური ცხოვრების წესი, ექიმთან ყოველწლიური გამოკვლევების ჩატარება, ასევე გამოკვლევისა და მკურნალობისთვის სპეციალისტის ყველა რეკომენდაციის დაცვა.