ბარენცის ზღვის აკვატორიიდან, კოსმოდრომ პლესეცკიდან და ასევე თვითმფრინავებიდან Ту-160 და Ту-95МС გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები „იარსი“ და „სინევა“, შორი მანძილის ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტები Х-101 და Х-555.
ჩრდილოეთის ფლოტის ატომური სუბმარინის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებისა და სტრატეგიული ავიაციის ეკიპაჟები წარმატებით მოქმედებდნენ ― განადგურდა სამიზნეები კურასა (კამჩატკა) და პემბოის (კომის რესპუბლიკა) პოლიგონებზე ― ათასობით კილომეტრის დაშორებით.
წვრთნების მთავარი მიზეზი ტექნოლოგიური იყო. რუსეთი იარაღის საიმედოობას ამოწმებს. მოსკოვი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადება, ვაშინგტონი ხომ თანმიმდევრულად გადის შეიარაღების შეზღუდვაზე საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
ამერიკული გამოცემა The National Interest-იც კი აღიარებს, რომ ნატოს სამხედრო აქტიურობის მაღალი დონე რუსეთის საზღვრებთან უსაფრთხოების სფეროში მოწყვლადობას ქმნის და მოსკოვს ახალი იარაღის შექმნისკენ უბიძგებს. მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები შესაძლებელს გახდის ასიმეტრიულად და ოპერატიულად მოახდინოს ნატოს უპირატესობის კომპენსაცია ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში.
ბირთვული ტრიადა
ბირთვული ქობინების („ბოეგოლოვკების“) მტარებლების დაყოფა საბრძოლო გამოყენების სფეროებად ― ჰაერში, ხმელეთსა და წყალზე ― უზრუნველყოფს ფარულობის მაქსიმალურ ხარისხს, ტექნოლოგიურ საიმედოობას, საბრძოლო სიცოცხლისუბარიანობასა და ეფექტურობას.
მაგალითად, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ აბსოლუტურად ფარულად და არაპროგნოზირებადად იღებს სტარტს ― მსოფლიო ოკეანის ნებისმიერი წერტილიდან. ტრიადის თითოეულ კომპონენტს აქვს უნარი, ავტონომიურად შეასრულოს სტრატეგიული ამოცანა. საბრძოლო ინტეგრაცია პრობლემის უპირობო გადაჭრას უზრუნველყოფს.
სრულფასოვანი ბირთვული ტრიადა მხოლოს აშშ-სა და რუსეთს აქვს, მათვე ეკუთვნით პლანეტაზე შექმნილი ქობინების 90%-ზე მეტი. შემთხვევითი არ არის, რომ 9 დეკემბერს ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი RC-135S ალიასკაზე მდებარე ავიაბაზიდან აფრინდა და მრავალსაათიანი ფრენა განახორციელა, რა დროსაც საწვავი ბერინგის ზღვის თავზე შეივსო, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მუშაობის შესახებ ტელემეტრიული ინფორმაციის შეკრება იყო.
რუსეთის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პროგრამა საპასუხო დარტყმის მიყენების ოთხ პირობას განსაზღვრავს: ბალისტიკური რაკეტების გაშვებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიებზე, მასობრივი განადგურების იარაღით შეტევა, კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებზე ზემოქმედება და ასევე კონვენციალური შეიარაღებით აგრესია, რომელიც რუსეთის არსებობას საფრთხეს უქმნის.
რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბი აკონკრეტებს: მოსკოვი ბირთვულ პოტენციალს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი დარტყმის შემთხვევაში აამოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია განისაზღვროს, რა იარაღით უტევს მოწინააღმდეგე, რუსეთისკენ გამოშვებული ბალისტიკური ქობინი აპრიორი მიიჩნევა ბირთვულად“.
დასავლელმა პარტნიორებმა იციან ამის შესახებ და მაინც არ ამცირებენ პოვოკაციულ სამხედრო მოქმედებებს არქტიკის, ბალტიის, შავი ზღვის, წყნარი ოკეანის რეგიონებში. მანამდე რუსეტის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა რუსეთზე დარტყმები დაამუშავეს, მათ შორის იყო ამერიკული ბომბდამშენების ძალიან სახიფათო მიახლოება სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადთან. რუსეთის რეაქცია ლოგიკურია.
რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გრაფიკით გათვალისწინებულზე ადრე იღებენ სარაკეტო კომპლექსებს, მათ შორის, „იარსს“, „სარმატს“,„ავანგარდს“. ატომური სუბმარინები, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ბომბდამშენი-რაკეტმზიდები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ და მზად არიან, დაუყოვნებლივ მიიტანონ საპასუხო შეტევა სხვადასხვა სამიზნეებსა და მიმართულებებზე. ტარდება რეგულარული წვრთნები, რომლებშიც რუსული ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი ერთდროულად მონაწილეობს.
ჯაჭვური რეაქცია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა წვრთნების დღეს განაცხადა: ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად და ყველა თვალსაზრისით დროულად დავამტკიცოთ ბირთვული ომის დაუშვებლობა და ის, რომ მასში გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია“.
მანამდე რუსმა სტრატეგოსებმა წვრთნებზე დაამუშავეს ვითარება „რუსეთზე მასირებული სარაკეტო-ბირთვული შეტევის შემდეგ“. სავარაუდო აგრესორის მიმართ პირობით პასუხი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ნატოში მკვეთრად შეცვალეს ტონალობა.
ორენბურგის მახლობლად საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ ჰიპერბგერით ბლოკ „ავანგარდს“ , კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტის დახმარებით, შეუძლია დედამიწას გარს შემოუაროს და გაწერილ დროში შემოვიდეს ატმოსფეროში სამიზნიდან ათასობით კილომდეტრის დაშორებით, შემდეგ კი დაახლოებით საათში 24 ათასი კმ სიჩქარით, არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით, „ავანგარდი“ მოწინააღმდეგი ობიექტამდე მიფრინდება და გარანტირებულად გაანადგურებს მას. მისგან თავდაცვა არ არსებობს.
მესამე თაობის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ ატომური სტრატეგიული სუბმარინების შეიარაღებაში შედის, რაკეტის სასტარტო წონა დაახლოებით 40 ტონაა, ფრენის მაქსიმალური სიშორე ― 11 500 კმ-მდე. ეს არის შეკავების მრისხანე და უხილავი იარაღი ზღვის სიღრმეებში.
ბომბდამშენი-რაკეტმზიდის ბორტიდან გაშვებულ საჰაერო ბაზირების სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტა Х-101-ს 30 მეტრიდან 10 კმ-მდე სიმაღლეზე 5500 კმ-ს გადალახვის უნარი აქვს წამში 270 მ სიჩქარით. მას შეუძლია ძალიან ზუსტად „მოათავსოს“ მიზანში 430 კილო წონის ქობინი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!