თბილისი, 12 დეკემბერი ― Sputnik. უძილობა პირდაპირ კავშირშია კორონავირუსულ ინფექციასთან, აცხადებს რუსეთის სომნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, დამსახურებული ექიმი რომან ბუზუნოვი.
მისი თქმით, პანდემიის ერთ-ერთი შედეგი არის დეპრესია, რომელსაც ძილის სერიოზული დარღვევები მოსდევს.
„ახლა რაც გვაქვს, ეს ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობაა. მთელი მოსახლეობა პრაქტიკულად სტრესულ მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე უძილობის პანდემია გვაქვს“, ― მიაჩნია ექიმს.
ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ უძილობის პრობლემა აქტუალურია არა მარტო მათთვისაც, ვინც COVID-19 -ით იავადმყოფა, არამედ მათთვისაც, ვინც ავად არ გამხდარა.
ამის მიზეზი, სომნოლოგის აზრით, არის ჩვეულებრივი რეჟიმის დარღვევა: ადამიანები არ დადიან სამსახურებში, შეუძლიათ ადგნენ და დაწვნენ ნებისმიერ დროს, როცა მოესურვებათ. ამასთან ისინი აღარ იტვირთებიან ფიზიკურად ისე, როგორც მანამდე. არადა, სწორედ ფიზიკური აქტივობა არის კიდეც საუკეთესო ანტისტრესული საშუალება.
COVID-19 იშვიათ სიმპტომებსა და უცნაურ შედეგებს ავლენს: განკურნებულის ნაამბობი>>
გარდა ამისა, ბუზუნოვის თქმით, უძილობის მიზეზი ხდება პანიკური შეტევებიც, ამიტომ მისი რჩევაა, არ გაეცნოთ ახალ ამბებს დღის მეორე ნახევარში.