კლინიკების ჩამონათვალი: სად შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება უფასოდ

ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 9,8 ათასი PCR-ტესტი და 3 ათასამდე სწრაფი ტესტი ტარდება.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც მოქაალაქეებს კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ.

ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.

კორონავირუსი საქართველოში: ჩატარებული ტესტების 30% დადებითი აღმოჩნდა

საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა 2 დეკემბერს ამოქმედდა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაიტარონ.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორთვიანი გეგმის ფარგლებში აღნიშნული პროგრამა 1 თებერვლამდე იმოქმედებს – იგეგმება დღეში 20 ათასი ტესტის ჩატარება, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტებიც.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.

გახარია: ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს

ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია.