იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არსებული ინფორმაციით, შალამბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბინაზე აგრძელებს.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

გუბერნატორთან უშუალო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.

„ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ მაქვს, თუმცა კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში ვიმყოფები. გუბერნატორი თავს კარგად გრძნობს, აქვს მსუბუქი სიმპტომები და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებით იმერეთი რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა. რეგიონში 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსგადატანილ პირებს მიმართავს>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 141.392 (ბოლო 24 საათში – 3.893), გარდაიცვალა – 1.576 (ბოლო 24 საათში – 36) პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.