საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

„ბორჯღალოსნებმა“ 0,66 ქულა დაკარგეს, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთა რეიტინგში, ფიჯისა და ტონგას ნაკრებებს შორის, მე-12 პოზიცია შეინარჩუნეს
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში (World Rugby) მე-12 ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფიჯისთან წაგებაზე ისაუბრა

ტურნირზე ქართული გუნდი ოთხჯერ დამარცხდა ოთხ მატჩში. ამის გამო მან 0,66 ქულა დაკარგა, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთა რეიტინგში მე-12 პოზიცია შეინარჩუნა. 72,18 ქულით ჩვენი ნაკრები ფიჯისა (76,87) და ტონგას (71,44) შორისაა.

World Rugby-ს რეიტინგის ლიდერი კვლავ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებია (94,20 ქულა). მეორე ადგილზეა ინგლისი (89,49), რომელიც „შემოდგომის ერთა თასის“ გამარჯვებული გახდა. მსოფლიო ლიდერების მესამე ადგილი კი ახალმა ზელანდიამ დაიკავა (88,95).

შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18) და ირლანდიასთან (10:23). მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში კი ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება ფიჯის ნაკრებს დაუთმეს (24:38).