ასტროლოგების აზრით, 2021 წელს ვითარება გაუმჯობესდება და წელი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე 2020 ნაკიანი წელიწადი. და მაინც, ხარის წელიწადს მოდუნება არ ივარგებს, რადგან ამ წლის მფარველი კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვისაც შრომა უყვარს და პასუხისმგებლობას არ გაურბის.
ასე რომ, სასწორის ნიშნით დაბადებულებს 2021 წელს ბევრში შრომა მოგიწევთ. მთავარია, თქვენი ენერგია და ძალა საჭირო მიმართულებით დახარჯოთ.
სასწორები საჭიროებენ განმარტოებას, რათა დაფიქრდნენ ამ ცხოვრებაზე და მშვიდ ვითარებაში შეადგინონ მოქმედებების გეგმა. მაგრამ 2021 წელს ასტროლოგები აქტიურ მოქმედებებს ურჩევენ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ სამყაროში დიდი ხნით ყოფნა და უმოქმედობა, შესაძლოა, არაერთი უსიამოვნების მიზზი გახდეს.
მამაკაცი სასწორი
სასწორ მამაკაცებს 2021 წელს დაგეხმარებათ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისადმი არასტანდარტული დამოკიდებულების უნარი. ამ წელს ხელს შეგიშლით დიდხანს ფიქრი, ასევე იმპულსურობა და ცვალებადობა. სირთულეებთან გამკლავებაში საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება დაგეხმარებათ. თუ ისწავლით უარყოფით ემოციებთან გამკლავებას და ამპარტავნებას მოთოკავთ, თეთრი ხარი თქვენთვის საიმედო მფარველი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>
ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ დაუსრულებელ საქმეებს, რომლებსაც ბევრი ძალა და ენერგია მიაქვს და ხელს გიშლით ახალი იდეების ხორცშესხმაში, რადგან საამისოდ დრო აღარ გყოფნით. ფინანსური მხარე პოზიტიური იქნება, თუ სამუშაოს არ შეუშინდებით და ვალებს მინიმუმამდე დაიყვანთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – გაქვთ იმის უნარი, რომ ადამიანების ზრახვები ამოიცნოთ.
სიყვარული და ურთიერთობები: სასწორებს ურთიერთობების ახლებურად აწყობა მოგიწევთ – კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღწევითა და იმის აღიარებით, რომ პარტნიორსაც აქვს ხმის უფლება. წარმატება პირად ცხოვრებაში ელოდება მათ, ვინც მზადაა ცვლილებებისთვის და რჩეულთან ერთად კეთილდღეობის გზაზე სიარულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობები შეიძლება დასრულდეს.
განწყობა და ჯანმრთელობა:2021 წელს თქვენი განწყობაცა და ჯანმრთელობაც სათანადო დონეზე იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ გჭრიდებათ. საშიშროება ემუქრება მათ, ვინც ძალიან ბევრს მუშაობს და გადაღლას ყურადღებას არ აქცევს. დროული დასვენება და ფიზიკური დატვირთვები სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობის, ისე კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>
ქალი სასწორი
ასტროლოგები გირჩევენ, „არას“ თქმა ისწავლოთ როგორც საკუთარი წამიერი სურვილების, ისე ტოქსიკური ადამიანებისთვის. ახალ წელს ვინც თავის სისუსტეებს აჰყვება, ფინანსური გაჭირვება ელოდება, ხოლო თუ ტოქსიკურ ადამიანებს დროულად არ შეაჩერებთ, უსიამოვნებების კასკადი გარდაუვალი გახდება. პრობლემებთან გამკლავებაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ.
ფინანსები და სამუშაო: ნუ ეცდებით, მთელი ოჯახის ბიუჯეტი თქვენ შეავსოთ. ამ შემთხვევაში ძლიერი გადაღლა და ძალების გამოფიტვა გელოდებათ, ასევე გახდებით გაღიზიანებული. წარმატება ერთბაშად არ მოვა, თუმცა, თუ დროულად დაისვენებთ და ამასთან, ისწავლით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას დაყოვნების გარეშე, წარმატებაც მალე გეწვევათ.
სიყვარული და ურთიერთობები: ურთიერთობებში ჰარმონიას ვერ მიაღწევთ, თუ ყველას გულის მოგებას შეეცდებით. მკაფიოდ უნდა გამოკვეთოთ თქვენი პოზიცია, რათა დროულად გაიყვანოთ თქვენი საურთიერთობო წრიდან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოტანა არ შეუძლია. ეს ეხება როგორც ახლობელ ადამიანებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობებს.
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
განწყობა და ჯანმრთელობა:ხარის წელიწადში თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეები არ ელოდება, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, არამედ მაშინაც, როცა რთული დრო გიდგათ. ასევე ასტროლოგების რჩევაა, გადახედოთ კვების რაციონს და მასში რაც შეიძლება მეტი სასარგებლო პროდუქტი შეიტანოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დატკბეთ აქტიური ცხოვრებით და თან ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოთ.
გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომებისა და ქალწულებისთვის.