კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით საქართველომ სომხეთს გადაუსწრო

მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო 50-ე, სომხეთი კი 53-ე ადგილს იკავებენ.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში, 1 დეკემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 139.343-ს მიაღწია, მეზობელ სომხეთში კი აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების 135.967 შემთხვევა გამოვლინდა

ცერცვაძე: ვირუსის გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3.759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სომხეთში – 843.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად სომხეთში 2.193 ადამიანი (გასულ დღე-ღამეში 29 ადამიანი) გარდაიცვალა, საქართველოში – 1.303 (36 ბოლო დღე-ღამეში).

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში მათი რაოდენობა 110.365-ს შეადგენს, საქართველოში კი 117.560-ს.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო 50-ე ადგილზეა, სომხეთი კი 53-ე ადგილზე.