თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა ჩართული და COVID-19-ს ებრძვის, უამბეს Sputnik-საქართველოს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მსახიობი გუშინ საღამოს გადაიყვანეს.
კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 85 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ფიქსირდება სუნთქვის უკმარისობა და ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა რატიანმა.
85 წლის კახი კავსაძემ იუბილე 5 ივნისს აღნიშნა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.
აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა უამრავი როლები.
აბდულა, რომლის „ჰარემშიც“ ერთადერთი ქალი იყო... >>
2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!”