2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>
ქალწული მამაკაცი
მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.
ფინანსები და სამუშაო:ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.
სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.
განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.
ქალწული ქალი
2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.
ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.
სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>
განწყობა და ჯანმრთელობა:ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.
გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.