უჰანელმა მეცნიერებმა COVID-19-ის ხანგრძლივი შედეგები გამოავლინეს

ჩინელი მედიკოსები კორონაგადატანილებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსადგენად.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ბევრ ადამიანს კვლავ აღენიშნება ჯანმრთელობის ნეგატიური მოვლენები, იუწყება China daily უჰანის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით.

კორონავირუსის ახალი ატიპიური გამოვლინება: ექიმები ფოტოებს აქვეყნებენ

კვლევამ, რომელშიც 7 იანვრიდან 29 მაისამდე პერიოდში განკურნებული 1733 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ COVID-19-ის შემდეგ ბევრს კვლავ აწუხებს დაღლილობა, სისუსტე კუნთებში, ძილის პრობლემები და შფოთვა.

ირკვევა, რომ კორონაგადატანილ პაციენტებს უსიამოვნო შეგრძნებები განკურნებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ეწყებათ. ამასთან, შემაშფოთებელი სიმპტომები მათ დაახლოებით ნახევარს უვლინდება, ხოლო ფსიქოლოგიური პრობლემები 20 პროცენტში იჩენს თავს.

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილი ფაქტები უკიდურესად მნიშვნელოვანია COVID-19-თან შემდგომი ბრძოლისთვის, ვინაიდან ამ კვლევის შედეგები სასარგებლო იქნება ვაქცინების, წამლებისა და ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდების შესამუშავებლად.

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის მკვლელი ნატურალური პროდუქტები დაასახელეს>>

გარდა ამისა, სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია კორონავირუსის ახალი აფეთქებების პროგნოზირებაშიც დაეხმარება მათ.

ჩინელი მედიკოსები ურჩევენ კორონაგადატანილ პაციენტებს, გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე შეუდგნენ სპორტულ ვარჯიშებს და კატეგორიული უარი თქვან როგორც მოწევაზე, ისე ალკოჰოლზე. ამასთან ერთად შეძლებისდაგვარად დაიცვან დიეტა და გადავიდნენ ჯანსაღი კვების რეჟიმზე.