მოსაზრება: დემოკრატია ანადგურებს ევროპას, თუ ევროპა გაანადგურებს პირველი დემოკრატიას?

გუშინ ევროკავშირის მორიგი ონლაინ–სამიტი გაიმართა. თავდაპირველად მასზე მხოლოდ COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების განხილვა იგეგმებოდა.
Sputnik

ირინა ალქსნისი

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკვეთრად უარესდება, რაც ხელისუფლებებისგან სულ უფრო მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. მაგრამ ეს საზოგადოებრივ წინააღმდეგობას აწყდება ― მოქალაქეები კატეგორიულად აპროტესტებენ არა მარტო სრულმასშტაბიან ლოკდაუნებს, არამედ შედარებით რბილი შემზღუდავი ზომებითაც უკმაყოფილონი არიან.

მოსაზრება: ისრაელისა და უნგრეთის „სავაქცინო ნაციონალიზმი“

შემზღუდავი ზომების დაწესების წინააღმდეგ ბერლინში ორი დღის წინ გამართული მანიფესტაცია იმ ცუგცვანგის ილუსტრაციაა, რომელშიც ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები არიან მოქცეული ― ერთი მხრივ, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის არდაშვებასა და მეორე მხრივ ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შერბილებასა და მოსახლეობის უკმაყოფილებას შორის.    

მაგრამ რეალობამ თავისი კორექტივები შეიტანა სამიტის გეგმებში და დღის წესრიგში კიდევ ერთი უკიდურესად მწვავე საკითხი დადგა: ევროკავშირის ორმა Enfant Terrible-მ (ფრანგ: „აუტანელი ბავშვი“) ― პოლონეთმა და უნგრეთმა ბრიუსელს ახალი კვანტი დაუდო, დაბლოკეს რა კავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი (1,074 ტრილიონი ევრო) და ევროპული ეკონომიკის აღდგენის პროგრამა (750 მლრდ ევრო).

ევროპას ამ საბიუჯეტო გეგმებით ვარშავისა და ბუდაპეშტის დასჯის იმედი ჰქონდა, ვინაიდან მათ მაღალი დემოკრატიული სტანდარტებიდან გადაუხვიეს. თუმცა საბოლოოდ თავად აღმოჩნდა ამოთხრილ ორმოში.

მოსაზრება: ბელარუსი ფერად რევოლუციას მარხავს

დასჯა ხილული და ყველაზე მტკივნეული მეთოდით იგეგმებოდა ― ფინანსურით. პოლონეთი და უნგრეთი, როგორც ევროკავშირის სუბსიდიების რეციპიენტები, საკმაოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რაც, მათ შორის, გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც არის განპირობებული.

პრობლემა ისაა, რომ მათთვის სუბსიდიის ჩამორთმევა არც ისე მარტივია. ბოლო დრომდე ერთიან ევროპაში ასეთი ტიპის მექანიზმები არ არსებობდა. თანაც ევროკავშირში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებას საფუძვლად კონსენსუსი უდევს, ანუ კავშირის ყველა წევრის საერთო პოზიცია. ვითარება, როდესაც ორივე ქვეყანა ხმას მისცემდა ევროპული ბიუჯეტიდან მოზრდილი თანხების არმიღებას, ფანტასტიკად გამოიყურება.

შედეგად – ბრიუსელმა ბოლო თვეებში რთულად თანწყობილი კომბინაცია განახორციელა. ივლისის სამიტზე წარმოდგენილი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მომავალ გადახდებს სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებისა და ძირითადი ევროპული ღირებულებების დაცვას უკავშირებს. ხოლო სექტემბრის ბოლოს ევროკომისიამ გამოუშვა შესაბამისი მოხსენება, რომლის მთავარი გმირები, უფრო სწორად, ბოროტმოქმედები, ვარშავა და ბუდაპეშტი იყვნენ. და მაშინ, როცა ჩანაფიქრის განხორციელებამდე ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი, ორმა სკანდალურმა დედაქალაქმა პროცესი დაბლოკა, მიანიშნეს რა, რომ მშვენივრად აცნობიერებენ მომხდარს და არ დაუშვებენ ევროპული ფონდებიდან სახსრების „პოლიტიკურად მოტივირებულ“ განაწილებას.

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

ასე რომ, ახლა ბრიუსელი იძულებულია, კვლავ ეძებოს სამართალი პოლონელებისა და უნგრელების მიმართ, რომლებმაც ევროკავშირის წინააღმდეგ მისივე წესები გამოიყენეს. სწორედ ამაშია მომხდარის ყველაზე ფასეული გაკვეთილი.

დასავლეთი ათობით წლის განმავლობაში ცარიელ ადგილზე როდი იყო მისაბაძი მაგალითი და მორალური ავტორიტეტი დანარჩენი პლანეტისთვის. დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები იქ ნამდვილად მუშაობდა. ხოლო ევროპის კავშირის პოლიტიკურ-მმართველობითი მექანიზმი დასავლური დემოკრატიის აპოთეოზად იქცა.  

სკეპტიკოსების ეჭვებზე კი, რომ მსგავსი სისტემა ხანგრძლივ პერპექტივაში არასიცოცხლისუნარიანია, ენთუზიასტები დაცინვით პასუხობდნენ: ხომ ხედავთ უკვე რამდენი წელია მუშაობსო. თანაც არა მარტო მუშაობს, არამედ ყვავის, მაგნიტია ათობით ქვეყნისა და მილიონობით ადამიანისთვის. და ეს იმიტომ, რომ ეს ნამდვილი დემოკრატიაა ― ისეთი, როგორიც უნდა იყოს!

მოსაზრება: მაღალი ფსონების თამაშში ევროპას გადახდა მოუწევს

ევროკავშირული სისტემის ნაკლებად მიმზიდველი უკუპირი ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად იჩენდა თავს. აშკარა ხდებოდა ისეთი ხმამაღალი პოლიტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი უფლებამოსილების არარსებობა, როგორიცაა ევროპარლამენტი, და რეალური ხელისუფლების კონცენტრაცია ანონიმური ბრიუსელელი ბიუროკრატების ხელში.

გაჩნდა ეჭვი, რომელიც შემდეგ მყარ რწმენაში გადაიზარდა, რომ ყბადაღებული კონსენსუსის პრინციპის უხარვეზო ფუნქციონირებისთვის კავშირის უფრო გავლენიანი წევრები იატაკქვეშა იძულების, ზეწოლისა და შანტაჟის მეთოდებს მიმართავენ „უმცროსი პარტნიორების“ მიმართ. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ იყო ეს ანტირუსული სანქციების შემთხვევაში: მათ დაწესებას ერთდროულად რამდენიმე ევროპული ქვეყანა ღიად ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ეს გარანტირებულად დაარტყამდა მათ ეკონომიკებს. მაგრამ როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგა, მათ უდრტვინველად მისცეს ხმა „ყველას მსგავსად“.

და, აი, ორი ქვეყანა ― თანაც არც ისე დიდი და მდიდარი ― ახლა მარტივად ამსხვრევენ მოცემულ სისტემას არა უბრალოდ იმიტომ, რომ ჯიუტები აღმოჩნდნენ და არ ეშინიათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვისა.   

მოსაზრება: პოლონეთმა თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ბელარუსთან

სხვათა შორის, არსებობს ევროპული დემოკრატიის კიდევ ერთი უკუპირი, რომელიც ახლა ხილული გახდა ― ეს „ხელით“ მართვის მაღალი მნიშვნელობაა. მაგრამ ის სულ უფრო ხშირად მუშაობს ხარვეზებით.

ექსპერტების აზრით, პოლონეთისა და უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლას მაღალი ალბათობა აქვს. მათ უკვე მიიღეს მაქსიმუმი კავშირში ყოფნით და ნაკლებად არიან დაინტერესებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით. თავის მხრივ, ბრიუსელისა და დასავლურევროპული დედაქალაქებისთვის უწვრთნელი „მეამბოხეების“ ევროკავშირიდან გასვლა შესაძლოა ასევე ხელსაყრელი იყოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმა დასავლურ დემოკრატიას მიადგება ― როგორც რეალურად, ისე მთელი მსოფლიოს ადამიანების წარმოდგენაში. უკვე ძალიან ხშირად ასვამენ მას შტამპს „არ მუშაობს“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს