ახალი 2021 წელი მშვიდი და გონიერი კირჩხიბებისთვის ნაკლებად სახარბიელო იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოუშვათ და უარყოფითად განეწყოთ.
თქვენთვის აუცილებელია უარი თქვათ ნეგატიურ ფიქრებზე, აკონტროლოთ ის, რადგან უარყოფითი ფიქრები თქვენი ყველაზე მთავარი მტერია. ნუ მისცემთ მას უფლებას, თქვენსა და თქვენს წარმატებებს შორის ჩადგეს. როგორი პერიოდიც არ უნდა გქონდეთ ცხოვრებაში, ოპტიმიზმის განცდა არ უნდა დაკარგოთ და უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდიც ჩაივლის და წინ ნათელი მომავალი გელოდებათ.
კირჩხიბი მამაკაცი
ამ წელიწადს გელოდებათ გეგმების ჩაშლა, დიდი ცვლილებები სამუშაოზე, ბიზნესსა და სიყვარულში. მეორე მხრივ, დიდი ცვლილებები და ვარსკვლავების ცვალებადი განწყობა რაღაც ხელსაყრელსაც მოასწავებს – ნებისმიერი პრობლემა, შესაძლოა, პოზიტივით დაგიბრუნდეთ.
ფინანსები და სამუშაო: თუ უცბად სამსახურიდან წამოსვლა მოგიწიათ, ეს არაფერი საშინელება არაა. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ, რომ გლობალური ცვლილებები ეს ყოველთვის კარგია: ისინი შესაძლებლობას იძლევა, რომ ვითარებას სხვა კუთხით შეხედოთ. გაზაფხული და შემოდგომა შესანიშნავი დრო იქნება იმისთვის, რომ გააკეთოთ საქმეები, რომლებიც დიდი ხნით გქონდათ გადადებული
სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში არ გარისკოთ. თუ საქმეებში წარუმატებლობა შეიძლება ახალი გზის დასაწყისი გახდეს, ურთიერთობებში ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი და სწორხაზოვანი იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, ოჯახთან. ვინც ეძებს სიყვარულს, სჯობს, უიღბლობაზე არ „ჩაიციკლოთ“ და პოზიტიურად განეწყოთ.
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს>>
განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელი შესანიშნავად ესადაგება ფიზიკურ ვარჯიშებს, სპორტს, ნეგატიურ ჩვევებთან ბრძოლას. კარგი ფიზიკური მდგომარეობა წარმატებისა და იღბლიანობის გარანტი იქნება, ასევე პოზიტიური ენერგიის წყარო, რომელიც კირჩხიბ მამაკაცებს სასიყვარულო გამარჯვებებისთვის დაგჭირდებათ.
კირჩხიბი ქალი
2021 წელს არ შეიძლება საკუთარი ენერგიის ფუჭად გაფლანგვა, ამიტომ მოგიწევთ ზედმეტი რაღაცებისგან გათავისუფლება. გახსოვდეთ მთავარი ცხოვრებისეული მიზნების შესახებ. აუცილებელია, რომ უიღბლობის პერიოდი წლის დასაწყისშივე შეწყვიტოთ. ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო და არა გულხელდაკრეფილი ლოდინი.
ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში გაუმართლებს იმ ქალ კირჩხიბებს, რომლებსაც „ეშმაკური“ მოქმედებები ეხერხებათ. არ შეიძლება წინსვლა და ბრძოლა სწორხაზოვნად, ლავირების გარეშე. ექსპერტები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ მუშაობასა და ფინანსურ საქმეებს. განსაკუთრებით აქტიური იქნება წლის დასაწყისი.
სიყვარული და ურთიერთობები: ეს სფერო 2021 წელს ქალი კირჩხიბებისთვის მშვიდი და პროგნოზირებადი იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები თითქმის მუდამ დადებითად იქნებიან განწყობილი. ეს წელი მოგანიჭებთ ბევრ პოზიტიურ ემოციას, განსაკუთრებით მათ, ვინც სიყვარულს ეძებს.
განწყობა და ჯანმრთელობა: ხარის წელიწადი ქალ კირჩხიბებს სტაბილურ და კარგ ჯანმრთელობას მოგიტანთ. კარგი დროა ბავშვის ჩასახვისა და გაჩენისტვის. მთავარია, სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ეს, შესაძლოა, უკიდურესად უარყოფითად აისახოს თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე.
გაეცანით 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროებისადა ტყუპებისთვის.