კვოტები, გრანტები და სტიპენდიები: რას მიიღებენ უცხოელი სტუდენტები რუსეთში

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა Россия сегодня-ს ონლაინ–კონფერენციის ფარგლებში ფედერალური სააგენტოს საქმიანობაში ცვლილებებზე ისაუბრა.
Sputnik

მარია ნაუმენკო

უცხოელებს სტიპენდიას მისცემენ

რუსეთი შეცვლის ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეთის მოქალაქეებისთვის უფასო სწავლებაზე კვოტების გაცემის სისტემას, დაამატებს რა საგრანტო და სასტიპენდიო შემადგენელს, განაცხადა დსთ-ის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს („როსსოტრუდნიჩესტვო“) ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში ნიჭიერ უცხოელ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ სასწავლო პროცესისგან მოწყვეტა, ხოლო თავად ეს ზომა რუსეთის ფედერაციაში მეტ აბიტურიენტს მიიზიდავს.

კვოტები უცხოელთათვის რუსეთის უმაღლესებში: ადგილების ოდენობა გაიზრდება, სისტემა დაიხვეწება

„თუ სტუდენტებს რუსეთში სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის უფლებას ვაძლევთ, ჩვენი სურვილია, რომ მათ ისწავლონ და არა ტაქსისტებად, დარაჯებად და კიდევ სადღაც წავიდნენ სამუშაოდ უსახსრობის გამო“, — აღნიშნა პრიმაკოვმა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა მაგალითად ამერიკული და ევროპული სტრუქტურები მოიტანა, რომლებიც სტიპენდიებსა და გრანტებს გასცემენ.

„რუსეთი [გასცემს] მხოლოდ კვოტას. მიმაჩნია, რომ ამ კვოტიდან რაღაც ნაწილი მინიმალური სტიპენდიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მაშინ ეს სასარგებლო იქნება. ეს არ არის არც ბიუჯეტის ფულის ხარჯვა და არც ქველმოქმედება. ეს არის ის, რაც მერე, შორ დისტანციაზე აუცილებლად გადაფარავს ამ ხარჯებს“, — ხაზი გაუსვა პრიმაკოვმა.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის თქმით, ის უცხოელები, რომლებიც რუსეთში მიიღებენ განათლებას, საკუთარ ქვეყნებში უნდა დასაქმდნენ, კეთილი ნების ელჩები უნდა იყვნენ, გააძლიერონ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი და ხელი შეუწყონ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.  

კვოტები გაორმაგდება

უცხოელ სტუდენტებს რუსეთში მუშაობა გაუმარტივდათ – ახალი კანონის დეტალები

ამასთან კვოტების რაოდენობა რუსეთის უმაღლესებში სწავლებაზე არ მოიმატებს. პრიმაკოვმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ახლა პროგრამა 15 ათას საბიუჯეტო ადგილზეა გათვლილი. 2023-2024 წლებისთვის კი ის ორჯერ მეტი იქნება.

„ჩვენ არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება ეკონომიკაში კორონავირუსის გამო. მაგრამ ჩვენ მაინც იქიდან ამოვდივართ, რომ გადაწყვეტილება არის და სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან მეტი ადამიანი ჩამოვიდეს“, — განაცხადა პრიმაკოვმა.

პრიორიტეტები

პრიმაკოვის თქმით, „როსსოტრუდნიჩესტვო“ თავის ახალ კონცეფციაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს დაუთმობს.

„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არის არა საორგანიზაციო, არამედ აზრობრივი ხასიათისა. ეს არ არის უარი შიდა პერიმეტრზე, არამედ არის ფოკუსი ახლო პერიმეტრზე, ანუ მუშაობა ყოფილ სსრკ-თან. ეს პრიორიტეტი ჩვენ გაწერილი გვაქვს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში. ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ ამ პრიორიტეტის რეალიზებას ჩვენი რესურსების გადანაწილების გზით“, — განმარტა მან.

ამასთან, თუ მანამდე „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ამოცანა ჰუმანიტარული ყოფნით გამოიხატებოდა კულტურის, ენისა და მეცნიერების სფეროებში, ახალა დღის წესრიგი მნიშვნელოვნად გაფართოებულია. პრიმაკოვის აზრით, გამოფენები და ხალხური ანსამბლების ვიზიტები — ეს დაბალეფექტური მუშაობის მაგალითია.

„ახლა ჰუმანიტარული ტრეკი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და სოციალურ ასპექტებს, ადამიანის წვდომას სიკეთეებზე და უფლებებზე. განახლებული „როსსოტრუდნიჩესტვო“ — ეს არის სააგენტო, რომელიც აყალიბებს და მუშაობს საზოგადოებრივ აზრთან უცხოეთში. ეს პრინციპული რამაა. ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით იმით, რომ უბრალოდ წარმოვაჩენთ ჩვენს დროშას და ჩვენს კულტურას“, — დაასკვნა ევგენი პრიმაკოვმა.