ლაქტაციის პერიოდში და მის შემდეგ, სრულად იცვლება მკერდის ფორმა, ზომა. სარძევე ჯირკვლებში მიმდინარეობს ინვოლუცია. მკერდი კარგავს სიმკვრივეს და ხდება მოშვებული. შესაძლოა ლაქტაციის მემდეგ თქვენს მკერდს უწინდელი ფორმა ვერ დაუბრუნოთ, თუმცა შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის ფორმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ.
ცილა და С ვიტამინი
ვინაიდან მკერდის ელასტიურობასა და ტონუსზე პასუხისმგებელია კოლაგენი, ყოველ დღე მიირთვით 100 გრამი უცხიმო ხორცი ან თევზი და დალიეთ ერთი-ორი ჭიქა რძე. ამასთან, მიიღეთ ვიტამინი С ტაბლეტის ფორმით ან ყოველდღიურად დალიეთ ციტრუსების ახლად გაწურული წვენი.
მასაჟი წყლის ჭავლით
წყლის ჭავლით ყოველდღიურად, წრიული მოძრაობით ჩაიტარეთ მკერდის მასაჟი. ამ მარტივ მასაჟს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, რის შემდეგაც თქვენი მკერდი გახდება უფრო მკვრივი და დაჭიმული. ასევე, ყოველ დღე მკერდზე დაიდეთ კომპრესები: თავდაპირველად რამდენიმე წუთით მიიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი, შემდეგ კი - ცივ წყალში დასველებული.
დამატენიანებელი ნიღბები
მკერდის გარეგნული იერსახისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლების კანის მდგომარეობას. ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში მკერდი ხდება გამომშრალი, გამოფიტული, ამიტომ საჭიროა ტენიანობის აღდგენა. ამისათვის გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი ნიღაბი.
გთავაზობთ დამატენიანებელი ნიღბის მარტივ რეცეპტს
ათქვიფეთ ორი კოვზი ხაჭო და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. წაისვით ნაზავი სარძევე ჯირკვლებსა და დეკოლტეს მიდამოებში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილას ნაყენით.
ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!