მთიანი ყარაბაღი: რუსი სამშვიდობოების მისიის თავისებურებები

რუსეთის სამშვიდობო ძალების ოპერაციას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ანალოგი არ აქვს ამოცანის მასშტაბის, ნულიდან შესაქმნელი საჯარისო ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების სისტემების, კავშირისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების უზრუნველყოფის კუთხით.
Sputnik

სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად, 13 ნოემბრისთვის მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ორი ათასიანი დაჯგუფების თითქმის ნახევარია შესული საბრძოლო ტექნიკით. სამშვიდობო ოპერაციის დაწყების დღიდან ულიანოვსკიდან ერებუნის ავიაბაზაზე Ил-76-მა 56 რეისი შეასრულეს, გადაყვანილია 800-ზე მეტი სამხედრო, 119 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება.

პუტინმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი

სტეპანაკერტში ქვედანაყოფების გადასროლა გრძელდება, ეს მხოლოდ დასაწყისია დროსა და სივრცეში მასშტაბური სამხედრო ოპერაციისა, სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი ეტაპისა.  

შემთხვევითი არ არის, რომ სამშვიდობო ოპერაციას უმაღლესი დონის კომპეტენციის მხედართმთავარი, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე გენერალი, რუსეთის გმირი რუსტამ მურადოვი მეთაურობს.

ინციდენტების აღსაკვეთად და რუსი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორგანიზებულია მუდმივი თანამშრომლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბებთან. რუსული კონტინგენტის  სტეპანაკერტში განთავსებული შტაბი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებთან ერთად აზუსტებს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის პარამეტრებს. რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია დსთ-ს სივრცეზე უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ხოლო 15-ე მოტომსროლელი ბრიგადა მანამდე სპეციალურად ჩამოყალიბდა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის დსთ-ს, გაეროს, ეუთოსა და აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ინტერესებში.

ალიევმა აზერბაიჯანი სამამულო ომში გამარჯვებულად გამოაცხადა

წარმოაჩენს რა მაღალ ეფექტურობას, რუსმა სამშვიდობოებმა 11 ნოემბრიდან აიღეს კონტროლქვეშ ლაჩინის დერეფანი, შემდეგ კი შეხების მთელი ხაზი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მის გასწვრივ 10 სამეთვალყურეო პოსტია განთავსებული სატრანზიტო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად. სულ 16 ასეთი პუნქტის შექმნაა დაგეგმილი. შეხების ხაზის პატრულირებას  ასევე იწყებენ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები. ეს ზომები სტაბილურობას, მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლასა და ლტოლვილების შინ დაბრუნებას ემსახურება.

მკაცრი სადაგი დღეები

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (როგორც მინიმუმ) სამშვიდობო ოპერაციები მშიშვნელოვან ძალისხმევებს მოითხოვს. სამხედრო კონტინგენტის შეყვანა კონფლიქტის ზონაში საქმის ნახევარიც კი არ არის. პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე აუცილებელია, ძალიან სწრაფად შეიქმნას დაკვირვებისა და კონტროლის სისტემები, ოპტიმალური საფორტიფიკაციო ნაგებობები და კავშირის საიმედო სისტემა 16 პოსტსა და სარდლობას შორის,  დაცული არსენალები, საწვავის მარაგები და ასევე საველე ბანაკები თავისი ზურგის ინფრასტრუქტურით (სასადილო, სანიტარული ნაწილი, სააბანაო-სამრეცხაო კომპლექსი და სხვ.).ამასთან არ უნდა დაზარალდეს რეგიონის მცხოვრებთა ეკონომიკური ინტერესები და ჩვეული ცხოვრება.

მოსაზრება: მშვიდობა მთიანი ყარაბაღისთვის – ვინ რისთვის იბრძოდა

ზამთარში კარვებში ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ მე-15 ბრიგადაში შეიარაღებულ კონფლიქტებში საბრძოლო გამოცდილების მქონე და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მცოდნე მეკონტრაქტეები მსახურობენ. პროფესიონალიზმი და სპეცმომზადება არის რუსი სამშვიდობოების სამსახურისა და სიმტკიცის მაღალი ხარისხის გარანტია. იმის გატვალისწინებით, რომ რეგიონში ახლო აღმოსავლელი ბიევიკები ნარჩუნდებიან, პროქსი-ომების რეციდივები გარდაუვალია და ამიტომ სამშვიდობოების საბრძოლო გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეიძლება „გაყინული კონფლიქტის“ ახალ კონფიგურაციაში ვიღაცას  ტერიტორიის წართმევა (ამა თუ იმ მხარეზე) და რუსი სამშვიდობოების გამოცდა მოუნდეს. სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო მისიების გამოცდილება გვკარნახობს: პატრულებისა და სამხედრო კოლონების მარშრუტებზე არსებობს დანაღმვების ალბათობა, რადიომართვადი ფუგასების ჩაფვლა, სატრანსპორტო ბლოკადების მცდელობა მთიან ადგილებში და ასევე სხვა პროვოკაციები. ის ფაქტი, რომ სამშვიდობოებს მძიმე შეიარაღება არ ექნებათ (არტილერია, ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები), შეტაზკებებისა და დანაკარგების რისკს ზრდის პასუხისმგებლობის ზონაში. მკაცრი რეალობა გვახსენებს, რომ რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის 14 წლის განმავლობაში აფხაზეთში ასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა სხვადასხვა გარემოებებში.  

ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი

არსებული რეალიების გათვალისწინებით, რუსეთი და თურქეთი ერთობლივი ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც აზერბაიჯანშ იქნება ბაზირებული და დისტანციურად დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მთიან ყარაბაღში. როგორ ძლიერადაც უნდა სურდეთ ეს თურქ პარტნიორებს, ანკარის მონაწილეობა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციაში სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის, რასაც არაერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ყარაბაღის შემდგომმა დარეგულირებამ გარანტირებული უნდა გახადოს მოლაპარაკებათა პროცესი და არა უცხოეთის ჯარების (ან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების) კონცენტრაცია და საბრძოლო მოქმედებების შემდგომი გამწვავება.    

ყარაბაღში შესასრულებელი ამოცანების მასსშტაბი იძლევა შესაძლებლობას ვთქვათ, რომ რუსეტმა კიდევ ერთხელ აიღო თავზე მძიმე ტვირთი და სერიოზული ვალდებულებები სამხრეთ კავაკსიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენაჩუნების მიზნით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!