COVID-19 - ბოლო ცნობები

ბრძოლა COVID-19-თან: ქართული პენიტენციური სისტემა ევროსაბჭოს წარმატებული ქვეყნების სიაშია

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პენიტენციური სისტემა დღემდე წარმატებით ართმევს თავს კორონავირუსთან ბრძოლას.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ევროპის საბჭომ ევროპული ქვეყნების პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19-ის გავლენის შესახებ ორი ანგარიში გამოაქვეყნა.

პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის

პირველ ანგარიშში, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს მოიცავს, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა მოხსენიებული, სადაც სისტემაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასეთი ქვეყნებია ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სან-მარინო.

მეორე ანგარიშში კი, რომელიც 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორებიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.

ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება>>

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი), თითქმის ორი თვეა გასული, თუმცა საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს COVID-19-თან ბრძოლას.

ახალდაკავებული ბრალდებულები PCR–ტესტირებას გაივლიან – რას გულისხმობს ახალი პროტოკოლი

დღეს მოქმედი რეგულაციებით, პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR-ტესტირებას კვირაში ერთხელ გადის, ხოლო ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით ყოველ 72 საათში ერთხელ მოწმდება.

ამას გარდა, პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებული არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR–ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა.