პრემიერმა კორონავირუსი დაამარცხა

საქართველოს მთავრობის მეთაური თვითიზოლაციაში 1 ნოემბერს გადავიდა. მას ვირუსი თავისი დაცვის წევრისგან გადაედო.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

PCR–ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, შესაბამისად, პრემიერი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

როდის გამოჩნდება საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა

მთავრობის მეთაური თავისი დაცვის წევრისგან დაინფიცირდა. ის თვითიზოლაციაში 1 ნოემბერს გადავიდა და დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

პრემიერთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდათ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს.

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 3 ათასს უახლოვდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ დაინფიცირდა 66 561 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 49 811, გარდაიცვალა 566 პაციენტი.