თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

სამუშაოები, რომლის ფარგლებში ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირა გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები განახორციელდება, იუწყება პირველი არხი.

თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში  ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება. კერძოდ, 40-მდე დაზიანებული სანათი მაღალი ხარისხის პროჟექტორებით ჩანაცვლდება.

თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  მას „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი შეასრულებს.

თბილისის ტელეანძა 1972 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.