მთვარის დიეტა, ანუ მიჰყევით ბუნების რიტმს

ერთადერთი დიეტა, რომელსაც ხანგრძლივი ეფექტი აქვს, ეს ბუნების რიტმებს აყოლილი დიეტაა, როდესაც ადამიანი ამ რიტმების შესატყვისად იკვებება. ასეთ დროს იწმინდება ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან და კვების პრინციპები არანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს ორგანიზმზე.
Sputnik

ასეთი დიეტის დროს ადამიანი არ აწამებს თავის ორგანიზმს და არ ერევა მის შიდა პროცესებში. მოგეხსენებათ, ორგანიზმმა ძალადობისთვის „შურისძიება“ იცის: როგორც კი შეწყვეტთ „ძალადობრივ“ დიეტას, მალევე აღიდგენთ ძველ წონას და ამასთან 1–2 ზედმეტ კილოგრამსაც გამოჰკრავთ ხელს.

სწორი წონის „ტარიფი“, ანუ ან დაიკლებთ, ან – არა

ასეთ დიეტებს უკუეფექტი აქვს – დიდია რისკი, რომ დაავადდეს ესა თუ ის შინაგანი ორგანო. რაც არ უნდა მსუქანი იყოს ადამიანი, მან გონივრულად უნდა დაიცვას კვების რეჟიმი. არ შეიძლება შაბლონად რომელიმე დიეტის აღება, საკუთარ ორგანიზმზე ძალით მორგება და თავის წვალება.

მთვარის დიეტა გულისხმობს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ახალ საკვებს, რომელსაც გაამრავალფეროვნებთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც თვითონ ბუნების მიერ ხანგრძლივი შენახვისთვის არის განკუთვნილი, ანუ დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს თავის სასიცოცხლო ძალას.

სასმელი უნდა იყოს ჩვეულებრივი წყალი ონკანიდან. თუ ონკანის წყალს არ სვამთ, შეიძლება ზოგჯერ მინერალური გაზგაცლილი წყლის გამოყენება.

მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>

მზა პროდუქტები კონსერვანტების გარეშე არ არსებობს. ამიტომ ყველანაირად მოერიდეთ მზა საკვების მიღებას და საერთოდ ყველაფერს, რასაც სასიცოცხლო ძალა უკვე დაკარგული აქვს. ანუ მიიღეთ მხოლოდ ახალ-ახალი პროდუქტები ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.

„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: იკვებეთ დაუფქველი მარცვლეულით. მოხარშული მარცვლეული ორგანიზმის მიერ ნელა მუშავდება, ამიტომ წახემსების სურვილი ძირითად კვებებს შორის არ გაგიჩნდებათ.

გახსოვდეთ, რომ მთვარის დიეტის დროს შიმშილი საჭირო არ არის.

მთვარე 14 დღე კლების ფაზაშია და 14 დღე – მზარდ ფაზაში. მთვარის დიეტა მაქსიმალურად იყენებს ამ ციკლს. მთავარი პრინციპია ყველაზე ქორფა, ყველაზე სრულფასოვანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეძენა. შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თქვენს ტიპს მიესადაგება, მაგრამ გამონაკლისსაც ნუ შეუშინდებით. მოერგეთ საკუთარ  სხეულს – ზოგს დღეში სამჯერ კვება აკმაყოფილებს, ზოგს, მაგალითად, ხუთჯერ.

ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად>>

ჭამეთ მთვარის რიტმთან შესაბამისად:

ახალმთვარეობაზე აუცილებელია: 2–3 დღით ადრე ჩვეულებრივზე ნაკლები საკვები მიიღეთ. თუ თქვენს სისხლის მიმოქცევას ეს არ ავნებს, დაიცავით მარხვა. ახალმთვარეობის დღეს აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღება. ახალმთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე და ამის შემდეგ რამდენიმე დღე სასურველია ჩვეულებრივზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ნატურალური წვენის მიღება.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ახალი მთვარის პერიოდში აუცილებელია ნაკლები საკვების მიღება, ისიც მხოლოდ 18 საათამდე. ბევრი სითხის მიღება 19 საათამდე, ამის შემდეგ – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყურვილი შეგაწუხებთ. სასურველია მატონიზირებელი ზეთებით ყოველდღიური მასაჟი.

სავსემთვარეობისას აუცილებელია: სავსემთვარეობამდე 2–3 დღით ადრე ნაკლები საკვების მიღება 18:00 საათამდე. მარხვის დაცვა სავსემთვარეობის დღეს, თუ ეს თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს. სავსე მთვარის დღეს მიიღეთ სულ ცოტა 2 ლიტრი წყალი.

სასურველია სავსემთვარეობამდე და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ნატურალური წვენის მიღება.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

კლებადი მთვარის დროს აუცილებელია: მიიღეთ საკვები ჩვეულებრივად, მხოლოდ 17:00 საათამდე. სასურველია ყოველდღიური მასაჟი ისეთი ეთერზეთების გამოყენებით, რომლებიც ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას უწყობს ხელს.