კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია: ქობულეთში 87 წლის კაცი განიკურნა

მამაკაცმა კლინიკაში 11 დღე გაატარა. მას სუნთქვის უკმარისობა და ასოცირებული ბილატერალური პნევმონია აღენიშნებოდა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთში 87 წლის კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ბათუმის კლინიკა „მედცენტრი“ ავრცელებს.

„სასიხარულო სიახლე. დღეს „მედცენტრის“ რეანიმაციიდან 87 წლის ოთარ აბაშიძე გაეწერა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულებსაც შეუძლიათ: სათნოების სახლის 11 ბინადარი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის მკვიდრი კლინიკაში 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებული შევიდა. პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და ასოცირებული ბილატერალური პნევმონია ჰქონდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსისგან 88 წლის პაციენტი განიკურნა>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.