ძლიერი ლიდერი და სუსტი პოზიციები: ნინო ბურჯანაძის პარტიის პარადოქსები

პარტიას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ და მის ლიდერ ნინო ბურჯანაძეს საარჩევნო ბიულეტენში მინიჭებული აქვს რიგითი ნომერი - 3
Sputnik

„ერთიანი საქართველო“ ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. ხოლო მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძე - კიდევ ერთი წონიანი პოლიტიკოსია, რომელიც ოპოზიციური კოალიციის შემადგენლობაში ქვეყნის მართვას შეუდგება, თუ, რა თქმა უნდა, მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>

ძლიერი ლიდერი

პარტიაში წამყვან როლს ასრულებს მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც პოლიტიკაში 25-წლიანი გამოცდილება გააჩნია და რომელიც ხელისუფლების ორივე მხარეს უკვე ორჯერ არის ნამყოფი.

თავისი პოლიტიკური კარიერა მან დაიწყო ჯერ კიდევ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრად, რომელიც საქართველოს სათავეში 2003 წლამდე იდგა.

ბურჯანაძე: სააკაშვილს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება

ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის შემდეგ ბურჯანაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიასთან ერთად ის იდგა „ვარდების რევოლუციის“ სათავეში, რომელმაც ქვეყანაში შევარდნაძის პრეზიდენტობის ეპოქა დაასრულა. მაშინ ის ასევე პირველად გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სანამ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილმა არ დაიკავა.

იმ დროს ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის თავდადებული მხარდამჭერი იყო და მისთვის უხერხულობა არ შეუქმნია 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის მიტინგის ძალისმიერ დარბევას. როდესაც სააკაშვილმა საზოგადოების ზეწოლით გადადგა, მან კვლავ დაიკავა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი და შემდეგ ისევ გადასცა სააკაშვილს პოსტი.

ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის იდილია 2008 წლის აპრილამდე გაგრძელდა. საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ბურჯანაძის პარტიას საარჩევნო სიებში არასაკმარისი ადგილები გამოუყვეს და ის ოპოზიციაში გადავიდა.

იმავე წლის ივლისში პოლიტიკოსმა დააფუძნა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე გახდა.

2011 წლის მაისში ამ პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია სასტიკად დაარბიეს. თავად ბურჯანაძე არ დაშავებულა, რადგან ადგილის დატოვება მოასწრო. თუმცა სწორედ მისი პარტიის აქციის დარბევა იქცა საბოლოო საბაბად მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, 2012 წლიდან პოლიტიკაში მოსულიყო.

ბურჯანაძის პარტია დღეს

ოპოზიციური განწყობების მიუხედავად, ბურჯანაძე და მისი პარტია მოსახლეობაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ექსპერტების ვარაუდით, ეს მისი გუნდის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

ნინო ბურჯანაძე: არ გაუწიო ანგარიში რუსეთს - დიდი შეცდომაა

„ერთიან საქართველოს“ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ პრორუსულ ძალად მოსკოვში ბურჯანაძის ხშირი ვიზიტების გამო და ის ხშირად ხდებოდა თავდასხმების ობიექტი როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან.

ვითარების გარდატეხა ბურჯანაძემ 2019 წელს მოახერხა, როდესაც ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა. ბურჯანაძე მოულოდნელად პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად გაერთიანებაში აღმოჩნდა, მათ შორის, სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ .

მართალია, ნინო ბურჯანაძე ამჟამადაც აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ის აქტიურად თანამშრომლობს და ამგვარად თავს იზღვევს მათი თავდასხმებისგან.

წინასაარჩევნო პროგრამა

ამ არჩევნებზე ბურჯანაძე ამომრჩეველს საქართველოს განვითარების ისეთ ხედვას სთავაზობს, რომელიც დაპირებების საერთო ნაკადისგან განსხვავდება.

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია >>

პროგრამაში არის პუნქტები აუცილებელ სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე, პენსიებისა და ხელფასების გაზრდაზე, ეკონომიკის სისტემის ცვლილებაზე, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვაზე. თუმცა მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რუსეთთან პირდაპირი დიალოგია, რომელიც სხვა პარტიებს არ გააჩნიათ.

რის მიღწევას შეძლებს იგი ამ წინასაარჩევნო დაპირებებით - 31 ოქტომბერს შევიტყობთ. ჯერ კი გთავაზობთ მისი პარტიის შედეგებს წინა არჩევნებზე:

არჩევნების ტიპიწელი       ხმების წილიხმების რაოდენობა
საპრეზიდენტო      2013        10,18%166 061
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები2014        10,22%144 691
საპარლამენტო          2016        3,54%62 166
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები20182,69%38 898
                

ავტორის თვალსაზრისი რედაქციის პოზიციას შეიძლება არ ემთხვეოდეს