თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, როგორც შეთანხმება მოსახლეობასთან.
პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის პროგრამა ორინტირებულია სოციალურ სფეროზე.
Sputnik–საქართველო პარტიის პროგრამის ძირითად თეზისებს წარმოგიდგენთ.
ეკონომიკა
- ბენზინსა და გაზზე აქციზის 25%–ით შემცირება
- გადასახადების შემცირება
- რაიონების ბიუჯეტის გაზრდა
- მთავრობის ხარჯების 2 მილიარდი ლარით შემცირება
- კრედიტებზე რეგულაციების შემსუბუქება
- ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
- 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა
ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- პენსიების გაორმაგება
- შშმ პირების სოციალური დახმარების გაორმაგება
- ნებაყოფლობითი საპენსიო დაგროვებითი სისტემის დანერგვა
- მედიკამენტების თანადაფინანსება
- ჯანდაცვაზე ხარჯების ეფექტურობის გაზრდა
განათლება
- სტიპენდიების გაზრდა
- სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება
- სტუდენტური გრანტების გაზრდა
- მასწავლებლების ხელფასის 700–1000 ლარამდე გაზრდა
დემოკრატია
- ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის გაუქმება, გარდა ძალადობის გამოყენებით დანაშაულის შემთხვევებისა
- სუს–ის გაუქმება და მისი სტრუქტურების შსს–სთან შრწყმა
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა
- ადმინისტრაციული არბიტრაჟის შექმნა
- ვადიანი სამხედრო სამსახურის გაუქმება.
გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:
რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>
როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>
„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>