თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულია 38 წლის ქალი, რომელსაც 36 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა 7 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ ფერმაში სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა.
მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, აღნიშნავენ უწყებაში.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი – სანადირო თოფი.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.