მოსაზრება: ყარაბაღის კრიზისი საერთაშორისო ხასიათის პრობლემად იქცა

ყარაბაღის კონფლიქტი, თავისი მნიშვნელობით, ცალკე აღებული რეგიონის ფარგლებიდან გადის და სახელმწიფოებრივ მთლიანობასა და ეროვნულ თვითგამორკვევას შორის არსებულ კოლიზიებთან გვაბრუნებს.
Sputnik

სერგეი მარკედონოვი

„ის, რაც მთიან ყარაბაღში ხდება, ჩვენთვის დიდი გაკვეთილია, იმიტომ რომ გაყინული კონფლიქტები ნიშნავს შეტაკებებს მომავალში, რაშიც საერთაშორისო თანამეგობრობა უძლურია“, — ასეთია სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის შეფასება. მისი ქვეყანა ტერიტორიულად შორსაა კავკასიის რეგიონიდან. მაგრამ იმ პროცესებს, რომლებიც 90-იან წლებში ვითარდებოდა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, მსგავსი ალგორითმები აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ ვითარებასთან. და ამ კონტექსტში მთიან ყარაბაღში მორიგი ესკალაცია შეხსენებად იქცა არა მარტო სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის – რამდენად მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს ძველი გადაუჭრელი სახელმწიფოთაშორისი თუ ეთნიკური დავები.

მოსაზრება: მთიანი ყარაბაღი შესაძლოა „მექად“ იქცეს ტერორისტებისთვის

ყარაბაღის კონფლიქტი: არა მარტო კავკასია

დღეს, როდესაც ბაქოსა და ერევანს შორის საომარი დაპირისპირება გრძელდება, პუბლიკაციების დიდი ნაწილი მის მსვლელობასა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის შესაძლო შედეგებზე ფოკუსირდება. მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტი, თავისი მნიშვნელობით, ცალკე აღებული რეგიონის ფარგლებიდან გადის. ის კვლავ გვაბრუნებს სახელმწიფოებრივ მთლიანობასა და ეროვნულ თვითგამორკვევას შორის არსებულ კოლიზიებთან.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებში ეს ორი პრინციპი ტოლფასად განიხილება. სკეპტიკოსებს შეუძლიათ თქვან, რომ არსებულ პირობებში დიპლომატიასთან დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს. მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ნებისმიერ ომი მთავრდება მშვიდობით — საქმე მხოლოდ პირობებშია. და თუ ეს ასეა, მაშინ რთული წარმოსადგენია რაღაც ისეთი დოკუმენტის გაჩენა, რომელიც არსით ძლიერ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც მთიანი ყარაბაღის დარეგულირების „საბაზო პრონციპებშია“ მოცემული.

მაგრამ ეს პრინციპები არის ორ დისკურსს – ტერიტორიულ მთლიანობასა და თვითგამორკვევას შორის კომპრომისი. და დისკუსია ერთი თუ მეორე პრინციპის პრიმატის გარშემო გარდაუვლად გვაბრუნებს 1991 წელში. სსრკ-ის და ასევე იუგოსლავიის დაშლის პროცესში ეს საკითხები საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. და დღეს, ორი ტექტონიკური რყევიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, რომლებმაც არსებითად შეცვალა ევრაზიის პოლიტიკურ–გეოგრაფიული ლანდშაფტი, უფრო ხილული ხდება: ორი მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაშლა მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმებით რომ მომხდარიყო, გაჭიანურებული კონფლიქტები შეიძლება არც მომხდარიყო, ან უფრო რბილ ფორმაში ჩაევლო.

„ეს დიდი რისკია“ – გახარიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

მაგრამ მაშინ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მოსაზრებებმა გაიმარჯვა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა დაეთანხმა, საფუძვლად მიეღო იურიდიული პრინციპი uti possidetis (ადმინისტრაციული საზღვრების შენარჩუნება), არ შეიწუხა რა თავი არბიტრაჟითა და მოკავშირე რესპუბლიკებისა და ავტონომიების სტატუსიდან ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდამავალი მექანიზმების აგებით. კანონმდებლობა სეცესიის შესახებ, რომელიც სსრკ-ში არსებობდა (დოკუმენტები ერთიანი სახელმწიფოდან გასვლის უფლების შესახებ 1990 წლის აპრილში მიიღეს), განსაკუთრებულად არავის მიუღია მხედველობაში. როგორც შედეგი, კონფლიქტების „შეჭუპრვა“, რომელთა გადაჭრასთან დაბრუნება მაინც მოუწევდათ გარე მოთამაშეებს. და კიდევ მოუწევთ. კავკასიაში ახალმა ესკალაციამ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა.

რაში არიან დასავლეთი და რუსეთი ერთიანი?

ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შესახებ, როგორც წესი, „დიდი გეოპოლიტიკის“ პრიზმაში წერენ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონტექსტში რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ, ხოლო დნესტრისპირეთის შემთხვევაში — რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მაგრამ ყარაბაღის ქეისი მკვეთრად გამოირჩევა ამ ფონზე. აქ რუსეთი და დასავლეთი (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ის და საფრანგეთის სახით) ერთიანი არიან განახლებული მადრიდის პრინციპების მიმართ, როგორც მომავალი დარეგულირების ფუნდამენტისა.

ვლადიმირ პუტინის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი განცხადების ოპერატული გავრცელება ცეცხლის სასწრაფოს შეწყვეტისა და დიპლომატიურ ფორმატში დაბრუნების შესახებ ძნელი წარმოსადგენი ინებოდა, საქმე რომ სხვა კონფლიქტს ეხებოდეს. სამი სახელმწიფოს ლიდერმა ერთობლივი განცხადება ბაქოსა და ერევნის მიმართ მანამდე მხოლოდ 2011 წელს გაავრცელეს ცნობილი ყაზანური შეხვედრის წინ. რის შემდეგაც მოლაპარაკებათა პროცესი უფრო კონფლიქტის მართვის სტადიაში გადავიდა, ვიდრე მისი გადაჭრისა.

პუტინი: რუსეთს სომხეთის წინაშე აქვს სამოკავშირეო ვალდებულებები და არა ყარაბაღისა

კონფლიქტი და მეზობლები

ყარაბაღის კონფლიქტში მოწინააღმდეგე მხარეები მხოლოდ რუსეთის ან დასავლეთის ინეტერსებთან არ აიდენტიფიცირებენ თავს. არც თავად დაპირისპირებას არ აგებენ ამგვარად. მაგრამ მესამე ძალების როლის დაუფასებლობა არ შეიძლება. უპირველესად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სომხეთის სამი მეზობელი — თურქეთი, ირანი და საქართველო. და რეაგირების სამი მოდელიც.

პირველ შემთხვევაში ბაქოს პოზიციის სრულ მხარდაჭერასა და „დიდი ტრიოს“ დარეგულირებაზე მოსაზრებების მკაცრ კრიტიკას ვხედავთ. ესოდენ ხისტი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა თურქეთისგან აზერბაიჯანს 1991 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა არასდროს მალავდა თავის პოლიტიკურ სიმპათიებს.

ირანი სხვა ტიპის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ. ჯერ კიდევ 1990-იანების დასაწყისში ახალ რეალობებთან, კავკასიაში ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკების გაჩენასთან შეჯახებისას თეირანი ცდილობდა, თავი მედიატორად წარმოეჩინა. მერე კი ჩრდილში გადავიდა, მაგრამ პოზიცია უცვლელი დარჩა: დარეგულირება თავად კონფლიქტის მონაწილეთა კომპრომისსა და სამშვიდობო შეთანხმებაზე უნდა იყოს აგებული — მეზობელი ქვეყნების შესაძლო მხარდაჭერით, თუმცა გარე ძალების გარეშე, როგორებადაც თეირანში აშშ და ევროკავშირი მიაჩნიათ.

ამ მწკრივში განცალკევებით დგას საქართველო. ეს ქვეყანა თურქეთისა და ირანის მსგავს მძლავრ სამხედრო რესურსებს არ ფლობს — სახელმწიფოებისა, რომლებიც თვითმყოფადი ევრაზიული „დერჟავის“ როლისკენ ისწრაფვიან, ისეთებისა, რომლებსაც წამყვანი მსოფლიო მოთამაშეებისთვის გამოწვევის სროლის უნარი აქვთ. საქართველომ თავად გადაიტანა ორი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი. და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვა დღემდე შეუხორცებელ ჭრილობად რჩება როგორც ქვეყნის პოლიტიკური კლასისთვის, ისე მისი მოქალაქეებისთვის. იმავდროულად ოფიციალურმა თბილისმა ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე შესთავაზა კონფლიქტის მხარეებს შუამავლობა.  

საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსმა რობერტ როტშტეინმა სამართლიანად შენიშნა:

„მცირე „დერჟავებს“ ბირთვული იარაღის გარეშეც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რაც რეგიონული სუბსისტემების ფარგლებს ბევრად შორდება“.

რა რესურსი აქვს საქართველოს?

თურქეთის ინტერესები: ყარაბაღში მიაჩნიათ, რომ ეს უკვე აღარაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე შესთავაზა მხარეებს თბილისში შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მოლაპარაკებების ფორმატში. ეს, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს კავშირებს დასავლელ პარტნიორებთან, მეორე მხრივ კი არც მოსკოვის გამანერვიულებელ ფაქტორად არ განიხილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ამასთან, თბილისს და ბაქოს აქვთ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაუჭრელი პრობლემა. ყოველივე ეს აიძულებს ქვეყნის ხელმძღვანელობას, აამოქმედოს დაზღვევის სხვადასხვა მექანიზმები, ვინაიდან ყარაბაღის პრობლემას, საგარეო პოლიტიკურ ზემოქმედებასთან ერთად, ასევე აქვს შიდაპოლიტიკური გაგრძელებაც. ხოლო სტაბილურობა ქვეყანაში, ეთნიკურშორისი მშვიდობა — ეს საფუძველთა საფუძველია.

ამგვარად, ყარაბაღში მორიგი ესკალაცია აჩვენებს, რომ არც ერთი დაპირისპირება არ ვითარდება ვაკუუმში. ის მყისიერად ააქტიურებს როგორც ისტორიულ სიუჟეტებს, ისე აქტუალურ პრობლემებს არა მარტო დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობებში, არამედ მეზობლების სიტუაციებზეც ზემოქმედებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს