„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები

ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მიწის რეფორმა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - „ლელომ“ საკუთარი გეგმები გაასაჯაროვა
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ წარმოადგინა საკუთარი პროგრამა „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიის სამოქმედო გეგმას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასახავს.

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>

ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიის პროგრამა ძირითადად ეკონომიკურია და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების მთლიან შეცვლას წარმოადგენს.

ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია >>

Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ მოკლე პროგრამულ თეზისებს.

ეკონომიკა

  • მოსახლეობის საშუალო კლასის ჩამოყალიბება;
  • 600 ათასზე მეტი ადამიანის შემოსავალი - თვეში 3 ათას ლარზე მეტი;
  • 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • ბიზნესისა და საინვესტიციო ფონდებისთვის საგარანტიო ფონდის შექმნა;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაცია;
  • საერთაშორისო არბიტრაჟის დაარსება საქართველოში;
  • საექსპორტო პროდუქციის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან;
  • IT კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლება.

რეგიონები

  • რეგიონების გარდაქმნა სხვადასხვა სფეროს ცენტრებად;
  • ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია;
  • ფერმერთა გადამზადება ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და ისრაელში;
  • მიწის რეფორმა.

ჯანდაცვა და სოციალური დაცვა

  • ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;
  • ხელმისაწვდომი ხარისხიანი მედიკამენტები;
  • სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა;
  • ჯანდაცვის სისტემის რეფორმა;
  • ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა;
  • დასაქმების შემთხვევაში ორი წლით სოციალური სტატუსის შენარჩუნება;
  • სოციალური რეესტრის შექმნა;
  • ხელფასი შშმ პირთათვის და შშმ ბავშვების მშობლებისთვის 1,500 ლარამდე;
  • შეღავათები შშმ პირთა დასაქმებისას;
  • შეღავათები პენსიონერებისთვის;
  • პენსიაზე გასვლის შემდეგ სამწლიანი სამუშაო მენტორის სტატუსში;
  • პენსიების ზრდა 400 ლარამდე;
  • ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართი;
  • უფასო ტრანსპორტი ახალგაზრდებისა და პენსიონერებისათვის.

განათლება

  • ევროპული განათლების სისტემის დანერგვა;
  • ოჯახის მონაწილეობა სკოლის მენეჯმენტში;
  • პროფესიული სასწავლებლები ბიზნესის და სახელმწიფოს ეგიდით;
  • უფასო დოქტორანტურა;
  • საერთაშორისო უნივერსიტეტების ფილიალები საქართველოში;
  • სტუდენტის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
  • უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება.