7 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 7 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
Sputnik

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

7 ოქტომბერს დაბადებულები

7 ოქტომბერს ენამახვილი, მომხიბლავი, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ ცხოვრების მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება აქვთ. ეს ადამიანები განვითარებული ინტუიციითა და ანალიტიკური გონებით გამოირჩევიან. ადამიანებისა შესანიშნავად ესმით, დაკვირვების უნარის წყალობით, ადვილად „კითხულობენ“ მათ ნამდვილ ზრახვებს.

7 ოქტომბერს დაბადებულებისთვის გადაუჭრელი ამოცანები არ არსებობს. ნებისმიერ სამუშაოს გულდასმით ეკიდებიან და სასურველ შედეგს აღწევენ; მიზნისკენ უკანმოუხედავად მიიწევენ.

2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

7 ოქტომბერს დაბადებული სასწორები ინტელიგენტი ადამიანები არიან, ნიჭიერი ანალიტიკოსები გონებისა და აზროვნების განსაკუთრებული წყობით. მათ ნებისმიერი სიტუაციის ზუსტად შეფასება შეუძლიათ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სირთულეები შეექმნათ. ეს ადამიანები სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან და ეშინიათ მცდარი ნაბიჯის გადადგმისა. ეს სრულიად ბუნებრივია სასწორის ნიშნისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთ არჩევანში იშვიათად ცდებიან.

გარშემომყოფები ამ დღეს დაბადებულებს ერთგვარ დადებით გმირებად აღიქვამენ, მაგრამ ეს ადამიანები სულაც არ არიან იდეალური. ისინი ხშირად თავშეუკავებელნი არიან და მრისხანების ქარ-ცეცხლს დაატრიალებენ ხოლმე, აკრიტიკებენ ახლობლებს, კოლეგებს და სულ არ იციან მათი გრძნობების დანდობა.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

7 ოქტომბერს დაბადებულებზე ვერ ვიტყვით, რომ კარგი ხელქვეითები არიან. მათი დაუმორჩილებელი ხასიათი და მეამბოხე სული საერთო საქმეს ხშირად ვნებს. სამუშაოზე სირთულეების დროს ისინი მუდამ სხვას ადანაშაულებენ და არასდროს - საკუთარ თავს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ

ამ დღეს დაბადებულები პროფესიად ხშირად ირჩევენ ჟურნალისტიკას, იურისპრუდენციას, მარკეტინგსა და რეკლამას. სჯობს, თავი შეიკავონ მასწავლებლის პროფესიის არჩევისგან.

ჯანმრთელობა

7 ოქტომბერს დაბადებულებისთვის საშიშროებას წარმოადგენს ფსიქოსომატური დარღვევები. ამის მიზეზია შეკავებული ემოციები; მაგრამ ემოციების გამოხატვაც ყოველთვის არ წყვეტს პრობლემას. ფიზიკური თვალსაზრისით, მათი სუსტი წერტილია კუჭ-ნაწლავი.

რჩევა:

თქვენთვის მთავარია, რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება ისწავლოთ. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ იმპულსურ და არასწორ გადაწყვეტილებებს.