რაჭის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივ მცხოვრებთა თერმოსკრინინგი ჩატარდება

რაჭა–ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფელი ეპიდემიოლოგების კონტროლის ქვეშ მოხვდა – იქ კორონავირუსი თბილისიდან ჩასულმა სტუმარმა „ჩაიტანა“.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში ადგილობრივ მკვიდრთა თერმოსკრინინგი იწყება, იუწყება „პირველი არხი“.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა>>

კორონავირუსი დაუდგინდა სოფელში თბილისიდან ჩასულ სტუმარს. ეპიდემიოლოგებმა ინიფიცირებულის 23 ახლო კონტაქტი უკვე დაადგინეს. თვითონ ეს ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ვლინდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ეს არის ლოკალიზებული ეპიდემია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ამ ვითარებას კონტროლირებადი ვუწოდოთ.

უწყებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად რჩება სამედიცინო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რათა შესაბამისი დახმარება ყველა ინფიცირებულმა მიიღოს.

„გაფანტული სახე ეპიდემიას არ აქვს. ბათუმში დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სტაბილიზაციას მივაღწიოთ. ამის გარკვეული ნიშნებიც არის, რადგან, შემთხვევების მატების მიუხედავად, გეომეტრიული პროგრესიით მატება არ ხდება. ამდენად, ეს ნიშნავს იმას, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რაც დავიწყეთ, გარკვეულ შედეგებს გვაძლევს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია>>

მან აღნიშნა, რომ აჭარაში ვითარების სტაბილიზაციისთვის მინიმუმ ორი კვირაა საჭირო. თბილისიდან ბათუმში რეანიმატოლოგების ჯგუფია მობილიზებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან სულ გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.