დანაშაულის რიცხვმა საქართველოში იკლო: კრიმინალური სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ხდება
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით 39,1 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,44%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა

დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მხოლოდ მესამედი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა აპრილზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

თვეჩადენილი დანაშაულის რაოდენობა
იანვარი5 334
თებერვალი5 692
მარტი5 366
აპრილი3 493
მაისი4 224
ივნისი5 258
ივლისი5 691
აგვისტო6 031
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქურდობაა – რვა თვეში ასეთი 11,9 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,85%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 3,6 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 63,87%.

კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საქართველოში დანაშაული შემცირდა>>

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,6 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 74,49%.

ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის პირველი ხუთეული

დანაშაულის სახეობადანაშაულის რაოდენობა
ქურდობა11 933
ოჯახური ძალადობა3 642
ნარკოდანაშაული2 575
სატრანსპორტო დანაშაული2 147
მუქარა2 028

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 60 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 255 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 78 – გაუპატიურება, ექვსი – ადამიანებით ვაჭრობა, 17 – მექრთამეობა და ორი – ტერორიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩთვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 11 483 ადამიანი. აქედან 1 441 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 4 054 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე ავარიების შედეგად>>

წინასწარი პატიმრობით დასრულდა საქმე 4 625 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.