გადაიდება თუ არა სწავლა კვლავ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ით გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იგეგმება თუ არა თბილისში საველე კარვების მოწყობა? გამყრელიძის განმარტება >>

გაბუნიას განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების კვლავ გადადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში ცვლილებებს, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მასში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს იქიდან გამომდინარე, თუ რამე ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ით გაიზარდა.

ქუთაისში ინფიცირებულთა შორის 15 ბავშვი და რვა ორსულია >>

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3913 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1574 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.