იუპიტერის ენერგეტიკა ყველაზე მძიმეა. თავად პლანეტაც ყველაზე მასიური და დიდია. ბოლო რამდენიმე თვე ადამიანების უმრავლესობისთვის არცთუ მარტივი იყო, მაგრამ 14 სექტემბრიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. განსაკუთრებით პოზიტიური შემდეგი რამდენიმე თვე ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის იქნება.
რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 9 სექტემბერს რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო მარსმა. ეს რამდენადმე დაამძიმებს იუპიტერის ხელსაყრელ პერიოდს, მაგრამ, მთლიანობაში, ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ეს პერიოდი მაინც ხელსაყრელი და დადებითი იქნება.
ტყუპი
იუპიტერი არის პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელია სოციალურ კავშირებზე. 14 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით იუპიტერი რეტროგრადული იყო და ბლოკავდა თქვენს უნარს, იოლად მოიპოვოთ გარშემომყოფების ნდობა. 14 სექტემბრიდან გაგიმართლებთ ურთიერთობებთან და ნაცნობობასთან დაკავშირებულ საქმეებში, აღარ მოგიწევთ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ვინმეს დაუმტკიცოთ თქვენი ერთგულება.
დიდი ალბათობით, ყველაფერი პირიქით მოხდება. ახლა გარშემომყოფები იბრძოლებენ თქვენი ყურადღებისთვის. ეს ნიშნავს, რომ სიყვარულში გაუმართლებს მას, ვინც ეძებს. ასევე გაუმართლებს იმ ტყუპებს, ვინც ახალ სამსახურს ეძებს. ადაპტაცია ამ შემოდგომაზე და ზამთარში ბევრად მარტივი იქნება.
ლომი
იუპიტერი ლომების ერთ–ერთი მთავარი მფარველია, ამიტომ მისი რეტრო–ფაზის დასრულება თქვენს განწყობაზე ძალიან პოზიტიურად აისახება. 14 სექტემბრიდან ბევრად მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რადგან დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის კონტროლის ძალა და გაძლიერდება ინტუიცია.
ბევრი საქმე საჭირო მიმართულებას თავისთავად შეიძენს. გაქვთ შანსი, მოიხვეჭოთ მეტი ავტორიტეტი, მაგრამ ამისთვის დახმარების ხელი უნდა გაუწოდოთ ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს. იუპიტერი დაგეხმარებათ, რომ თავდაჯერებულობა ყველაზე რთულ მომენტებშიც არ დაკარგოთ.
მორიელი
სექტემბრის შუა რიცხვებიდან გელოდებათ მკვეთრი ფინანსური წარმატებები, პროგრესი ბიზნესსა და სამუშაოზე. იუპიტერი ძალებს შეგმატებთ და დაგეხმარებათ, რომ ყურადღება ყცველაზე მთავარზე გაამახვილოთ.
სიყვარულში სითბოსა და სიკეთის პერიოდი გელოდებათ. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა ბევრად გაგიიოლდებათ. შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას ოჯახურ ცხოვრებაში, მეორე ნახევრის პოვნას, ურთიერთობების სხვა დონეზე გადაყვანას. მთავარია, იყოთ გულწრფელი და მისდიოთ შინაგან ხმას.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს 14 სექტემბრიდან საქმეების დაგეგმვაში გაგიმართლებთ. იუპიტერი ადამიანების ფიქრებს მართავს მომავალზე, ასე რომ, შეძლებთ წარსული შეცდომების დავიწყებას და პოზიტიურზე „გადართვას“. შესაძლოა, ძალზე ამბიციური მიზნები და ამოცანებიც დაისახოთ.
იუპიტერის რეტროგრადულობის დროს თქვენზე გავრცელებულ ჭორებს, ბოლოს და ბოლოს, ნათელი მოეფინება და აშკარა გახდება, რომ ისინი ტყუილია, აღდგება სამართლიანობა. გაჩნდება სიმსუბუქის შეგრძნება, გათავისუფლდებით ეჭვებისა და სკეპტიციზმისგან. ეს ყველაფერი არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით მოხდება.
თევზები
თევზებისთვის უახლოესი ნახევარი წელიწადი ნეგატიური ემოციებისგან და მოგონებებისგან გათავისუფლების პერიოდი გახდება. დაიწყება ნაყოფიერი დრო, როდესაც თამამად შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე დასახულ ამოცანაზე იმუშაოთ. მთავარია, ამისთვის არც დრო არც ძალები არ დაზოგოთ.
ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს, მეტი დრო დაუთმოთ ჰარმონიის მიღწევის მცდელობას და ეს მდგომარეობა თქვენს ახლობლებს გაუზიაროთ. ამ პერიოდში გარშემომყოფების აგრესია ნულამდე შემცირდება.