Survation: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგის ლიდერია

პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა მზად, ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

სოციოლოგების მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 55,7% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.

მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სასარგებლოდაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გამოკითხვაში მონაწილეთა 16,2%-მა, მესამე ადგილზე კი გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდა (6%). 

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია – კიდევ ერთი გამოკითხვა

შემდეგ მოდიან პარტიები „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (5,6%), „ლეიბორისტული პარტია (4,5%) და „პატრიოტთა ალიანსი“ (3,9%).

ამასთან, გამოკითხულთა 68,9% თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეჭვი ეპარება რესპონდენტების 12,5%-ს, ხოლო 6% არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა

Survation-მა გაარკვია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად ჯარს (84%), ეკლესიას (83%) და თბილისის მერიას (71%) ენდობიან. 

დღეს „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის პირველ ოცეულს დაასახელებს

პოლიციას ენდობა გამოკითხულთა 68%, სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობას ნეგატიურად აფასებს 24%.

ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტების 63%, 28% კი უარყოფითად.

კომპანიამ 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ 1,2 ათასი ადამიანი გამოკითხა. გამოკითხვის ცდომილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Survation – საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ბრიტანული კომპანიაა 10-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

პარტიების რეიტინგი

კომპანია Survation-ის აგვისტოს გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მეოთხე გამოკითხვაა. მსგავსი გამოკითხვა ბრიტანულმა კომპანიამ ივლისშიც ჩაატარა. მაშინ კვლევის შედეგები დღევანდელისგან განსხვავდებოდა – მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიციები გააძლიერა.

ყველა დანარჩენი გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაციონალური მოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson
  Research
(23 ივნისი - ივლისი)
 IRI 
(4 ივნისი - 2 ივლისი)
Survation
(2-22 ივლისი)
Survation
 (26 აგვისტო - 2 სექტემბერი)
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"39%33%52%55,7%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა16%16%19%16,2%
„ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის"5%5%8%5,6%
„პატრიოტთა ალიანსი"3%3%5%3,9%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი3%3%4%6%
„ლელო საქართველოსთვის"3%2%5%3,7%