თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მაქსიმალურად გაიზარდა, იუწყება FOX News რასმუსენის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა და 52% შეადგინა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა კი 48%-ს უტოლდება.
ტელეარხის ინფორმაციით, ბოლოს ტრამპის რეიტინგი 52%-ს მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოსთვის უტოლდებოდა — კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის დაწესებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
რასმუსენის ცენტრის ცნობით, მანამდე ტრამპის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დაფიქსირდა და 53% შეადგინა.