რთველი 2020: ჩაბარებულია 7,5 ათასი ტონა ყურძენი

ამ ეტაპზე მოსახლეობა ადრეული ჯიშების ყურძენს აბარებს. ყურძენს 140 კომპანია იბარებს. გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 7,7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისთვის ჩაბარებულია 7,57 ათასი ტონა, ძირითადად, ადრეული ჯიშის ყურძენი, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 140 კომპანია. ისინი მოსავლის რეალიზების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ უკვე 7,75 მლნ ლარი შეადგინა.

შვედეთში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს მთავრობამ წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა ერთი ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილო ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს მონაცემებით, უკვე ჩაბარებულია 3,3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 4 ათასი ტონა „რქაწითელი“ და 815,5 ათასი ლარის ღირებულების 873,8 ტონა „კახური მწვანე“.

მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს>>

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.