ტრაგედია თერჯოლაში: 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მამას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, მოზარდის თვითმკვლელობა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ 49 წლის მამაკაცს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტირანებს ოჯახში 1 სექტემბრიდან ელექტროსამაჯურებს გაუკეთებენ>>

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი საკუთარ სახლში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ბავშვის მამა არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, მოზარდის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში საქართველოში 3,4 ათასი შემაკავებელი ორდერი გაიცა

არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მკვლელობის მუხლით დაიწყოს საქმის ძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამას შვილი ორი დღის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატურად ძალადობდა. მეზობლების განცხადებით, დაკავებული ხშირად ძალადობდა შვილებზე და ის ხშირად ნასვამი იყო.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამა 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა: 49 წლის მამაკაცი დაკავებულია>>

მოზარდის გარდაცვალებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.