თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შემდეგი კანდიდატების ვინაობაზე შეჯერდნენ:
- ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
- თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
- ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
- ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- კასპის მერობის კანდიდატი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
- თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მა, ცხრამ - უარი მიიღო.