საკონტროლო ტესტი: მესტიის მოსახლეობას კორონავირუსზე კვლავ შეამოწმებენ

ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნება და ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის ხელმეორე ტესტირებას ჩაატარებენ კორონავირუსზე, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ.

გამყრელიძე: საქართველოში ეპიდემიური კუთხით ოთხი ცხელი წერტილი რჩება>>

კორონავირუსის გავრცელების კუთხით ლენჯერი კვლავ „ცხელ წერტილად“ რჩება. მაღალი ეპიდემიური რისკის გამო ხელისუფლებამ 10 აგვისტოს მესტიის რაიონში კარანტინი დააწესა და იქ შესვლა–გამოსვლა აკრძალა.

21 აგვისტოდან მესტიაში ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა ლენჯერისა და დაბა მესტიისა

ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა 3 509 ტესტი და კიდევ 1 246 – იმ პირებისთვის, ვინც მუნიციპალიტეტში კარანტინამდე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ამ დროისთვის ინფიცირებულია 1370 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 1108 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.